ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.8079        EUR 3.037        GBP 3.6233        RUB 4.2987        UAH 1.1456        AZN 1.6559        AMD 5.8663      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ამაყი ვარ ქართველი ოლიმპიელების პარტნიორობით - გაჩეჩილაძე
27 დეკემბერი, 2019, 14:03
ამაყი ვარ ქართველი ოლიმპიელების პარტნიორობით - გაჩეჩილაძე

თბილისი (GBC) - „მოხარული ვარ, საქართველოს ბანკის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმატებული თანამშრომლობით. წელს საქართველოს ბანკი პარალიმპიური კომიტეტის გენერალური პარტნიორიცაა. მიზანი სპორტის ხელშეწყობაა. ქართველი ოლიმპიელებზე მოსახლეობაში ცნობადობის ამაღლება,  რადგან თითოეული სპორტსმენისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ემზადება ოლიმპიური თამაშებისთვის და საქართველოს სახელით ღირსეულად ასპარეზობს. სწორედ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა და მოსახლეობის ქომაგობაა მნიშვნელოვანი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სპორტსმენებს სპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ქვეყნისთვის არაერთი ჯილდოს მოპოვებისთვის და წარმატებები ვუსურვო მათ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. განსაკუთრებით, 2020-ში დაგეგმილ ტოკიოს თამაშებზე. ამაყი ვარ, რომ საქართველოს ბანკს მიეცა შესაძლებლობა, იყოს ქართველი ოლიმპიელების გენერალური პარტნიორი. ვულოცავ წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელებულებს და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებას!“,-განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ნომინაციები:  2019 წლის წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (გოგონა); 2019  წლის აღმოჩენა - ოლიმპიური იმედი (ვაჟი); 2019  წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) სპორტის სათამაშო სახეობებში; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობაში; 2019  წლის საუკეთესო მწვრთნელი; ქალთა სპორტში დასაქმებული 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი; 2019 წლის რეგიონალური ორგანიზაცია; 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი; 2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია; ოლიმპიური მოძრაობის მედია მხარდამჭერი; ოლიმპიური სპორტის მხარდამჭერები; 2019 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.

საუკეთესო სპორტსმენი-ლაშა ტალახაძე.  დაჯილდოების ცერემონიაზე ასევე დასახელდა 2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი. ეს ტიტული ირმა ხეცურიანმა მოიპოვა. 

ინფორმაციისთვის: საქართველოს ბანკი ოლიმპიურ კომიტეტს გენერალურ პარტნიორობას 2018 წლის 30 იანვრიდან უწევს. 


 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
242526272829 
სპონსორები