






USD | 2.9336 |
EUR | 3.104 |
GBP | 3.5954 |
TRY | 0.1762 |

თბილისი (GBC) – კავკასიის სამთო ჯგუფი 350 კმ² -ზე ძიების შემდეგ ტერიტორიების ნაწილს სახელმწიფოს დაუბრუნებს, მარაგებგამოვლენილს კი დაიტოვებს. წიაღისეულის კვლევა-ძიების სამუშაოები რამდენიმე რაიონში მიმდინაროებს, მათ შორის ბოლნისში, დმანისსა და წალკაში.
ჯგუფის დირექტორის ჯონი შუბითიძის ინფორმაციით, ძიება 21 ოქტომბრისთვის დაასრულებს.
როგორც იცით წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობები იცვლება. წიაღისეული მარაგების კვლევა-ძიებისთვის ინვესტორს 1 ჰა-ზე გადასახადი 10-ჯერ უმცირდება 500 ლარის ნაცვლად 50 ლარს გადაიხდის. ამასთან მას მარაგების დამტკიცების ყოველ ჯერზე ათვისების გეგმას აღარ მოსთხოვენ. გადასახადებს ფაქტიურად მოპოვებული მარაგების მიხედვით დაუთვლიან.
ბაზრის მონაწილეებს რეფორმისგან დიდი მოლოდინი აქვს. აღნიშნავს ახალ ჩარჩო რეგულირებაზე, რომელიც სახელმწიფოს და კონტრაქტორის უფლებებს თანაბრად დაიცავს. ზარალის დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილების საჭირობაზეც აცხადებენ, რაც მხარეებს შორის დაუსრულებელი დავის საგანი ხდება და არსებული კანონმდებლობით ვერ გვარდება. ახალი ფორმულა მომპოვებლების მხრიდან გარემოსთვის მიყენებული ზარალს დათვლადს ხდის.
ლიცენზიანტს არანაირი დათქმის და საფასურის ნაცვლად არ შეეძლება ეკოლოგიური საკითხებისგან გამიჯვნა და ვალდებულებებისგან თავის არიდება. გასულ წლებში კი ლიცენზიანტებთან ეს გარკვეული შეთანხმების საფუძველი იყო.
რეფორმის II ფაზა წელს დასრულდება, ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებით, რომელიც რიალტის სისტემასაც გულისმობს.
ოფიციალური სტატისტით, წიაღის სფეროსადმი ინვესტორების ინტერესი გაზრდილია. 2019 წელს 550 ლიცენზიაა გაცემული, 90 მლნ-ზე მეტი ინვესტირებული და 70 მლნ ბიუჯეტში გადარიცხული.