ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9336        EUR 3.104        GBP 3.5954        RUB 5.4929        UAH 0.9932        AZN 1.7302        AMD 7.198      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ოქროს მაძიებელი სამინისტროსთან დაობს
11 თებერვალი, 2020, 14:25
ოქროს მაძიებელი სამინისტროსთან დაობს

თბილისი (GBC) – Georgian Mining Corporation-ი, რომელიც საქართველოში ოქროსა და სპილენძის ძებნა/ მოპოვების ლიცენზიებს ფლობს სახელს იცვლის.

კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ინვესტორებს  აცნობა, რომ საქმიანობას Empire Metals Limited -ის სახელით განაგრძობს. ცვლილება ასახავს კომპანიის განვითარების სტრატეგიას და მოსალოდნელია, რომ ის საინვესტიციო და  ახალ იურისდიქციის პროექტებს გააერთიანებს.

კომპანიის ცნობით, ცოტა ხნის წინ წიაღის ეროვნული სააგენტონდან მიიღო თანხმობა 2 საბადოს ათვისებაზე – ქვემო ბოლნისა და დამბლუდში. ამ საბადოებზე Empire Metals Limited-ი 50%-ს ფლობს.

მიუხედავად ამ მიღწევებისა, კომპანიაში ამბობენ, რომ ბოლო 18 თვეში საქართველოში არაერთ გამოწვევას შეეჯახნენ, რის გამოც, დირექტორთა საბჭო აქტიურად აფასებს ახალ აქტივებს, რომელთა მეშვეობით მათი პორტფელის ღირებულება გაიზრდება.

კომპანია ადრე აცხადებდა, რომ სააგენტო ითხოვს რამდენიმე სალიცენზიო ტერიტორიის უკან დაბრუნებას, რასაც კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება.

კომპანია აპირებს სალიცენზიო უფლებების დაცვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსაც მიმართოს, მათივე ინფორმაციით, მინისტრს საკითხის განხილვისა და პასუხის გაცემისთვის 3 თვიანი ვადა აქვს.

შეგახსენებთ, Empire Metals Limited –ი და Caucasian Mining Group-ი  კომპანია Copper & Gold-ში 50-50%-იანი წილით პარტნიორები არიან და ბოლნისში, თეთიანის სარტყელის სალიცენზიო ტერიტორიაზე არსებული ოქროს ძებნა-მოპოვებას ახორციელებენ.

გავრცლებული ინფორმაციით, ,ბექთაქარის საბადოს ერთ-ერთ უბანზე ოქროს მარაგი  მიკვლეულია. სპეციალისტების შეფასებით, ეს პერსპექტიული უბანია..

ინფორმაცია -ბიზნესპარტნიორი

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები