






USD | 2.9077 |
EUR | 3.0403 |
GBP | 3.5108 |
TRY | 0.1736 |

თბილისი (GBC) -მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განვითარების დონე არც თუ ისეთი მაღალია, არსებულ მდგომარეობას რკინიგზის განვითარება საუკუნით ჩამორჩება. არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia სატრანსპორტო მდგომარეობაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე აცხადებს.
ADB -ის $750 000 მიღების მიუხედავად, სატრანსპორტო სექტორის განვითარების ახალი სტრატეგია არაა შემუშავებული.
"სატრანსპორტო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო 2 წელში 2-ჯერ შემცირებულია. შეჩერებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე. ინფრასტრუქტურის საერთო მდგომარეობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში 76-ე ადგილი უკავია, რაც 2012 წელთან შედარებით 22 ადგილით გაუარესებული მაჩვენებელია.
ყველაზე ცუდი მდგომარეობაში რკინიგზაა, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები. საქართველოს რკინიგზის შემოსავლების წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 50%-ით დაკლებული და ნაცვლად განვითარებისა ის საქართველოს ეკონომიკაში შავი ხვრელის როლს ასრულებს.
ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განივითარებლად წარმოუდგენელია ქვეყანა Doing Business-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოჩებოდეე ყირგიზეთს, უზბეკეთს და სომხეთს. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს,“ - განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ.
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |