ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მილიონიანი ფონდი 10 რეგიონზე ნაწილდება
17 თებერვალი, 2020, 13:52
მილიონიანი  ფონდი 10 რეგიონზე ნაწილდება

თბილისი (GBC) - ახალგაზრდობის სააგენტო 1 მლნ ლარის საგრანტო კონკურსს აცხადებს. „მილიონიანი ფონდი“ საქართველოს ათივე რეგიონზე თანაბრად განაწილდება და 20-30-მდე,  თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3- ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.

ორგანიზაციებმა უნდა წარადგინონ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები, არაფორმალური განათლების გზით კომპეტენციების ზრდუზ უზრუნველყოფისთვის.

"კონკურსში მონაწილეობა შეუძლია,  რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს, ასევე  იქ რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს", - აღნიშნა ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა.

ინიციატივა ახალგაზრდობის სააგენტოს სამწლიანი რეფორმის ფარგლებშია, რომელიც  ევროპული მოდელით შეიქმნა. 

კონკურსის მიმდინარეობის  ახალგაზრდობის სააგენტოს რეგიონული საინფორმაციო ტურნე გაიმართება დაა ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრები, რაზეც დაანონსდება Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. ამავე გვერდზე, ახალგაზრდობის სააგენტო თემის ირგვლივ დასმულ ყველა კითხვას უპასუხებს.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 25 დღის განმავლობაში, 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ, ახალგაზრდობის სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე: Youthplatform.gov.ge.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები