






USD | 2.7086 |
EUR | 2.7728 |
GBP | 3.2752 |
TRY | 0.1508 |

თბილისი (GBC) - საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტების ყოფილ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსი მოეწყობა.
კახა კალაძის თქმით, ადგილმონაცვლეობის შესახებ ინვესტორთან მოლაპარაკება დასრულდა და კორტების ყოფილი ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
მუნიციპალიტეტი უკვე ამზადებს აუქციონს, რომლის მიხედვითაც, ერთადერთი პირობა აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მოწყობა იქნება.
აუქციონის პირობების მომზადების დროულად დასრულება კალაძემ ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაავალა, დაინტერესებულ პირებს კი აუქციონში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
კალაძემ აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებამ 2009 წელს საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტების ყოფილი ტერიტორია ყაზახ ინვესტორზე გაასხვისა.
"მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, იქ დაგეგმილი იყო კორპუსების მშენებლობა. ინვესტორს ყველანაირი ნებართვა ჰქონდა კანონის ფარგლებში აღებული და ამ კონკრეტულ ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენებას გეგმავდა. ჩვენი ჩართულობით, მას ამის შესაძლებლობა არ მივეცით“, - განაცხადა კალაძემ.