






USD | 2.9036 |
EUR | 3.0738 |
GBP | 3.624 |
TRY | 0.1821 |

თბილისი (GBC) - მნიშვნელოვანი და დროში გამოცდილი პარტნიორი, - ასე უწოდებს საქართველოსთან თანამშრომლობას ბელარუსის პრემიერ-მინისტრი. სერგეი რუმასი ამბობს, რომ სტაბილურია ბელარუს-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა.
"ქართული მხარე კარგად მუშაობს და თქვენი პროდუქციის ექსპორტი ბელარუსში წლიდან წლამდე იზრდება“, - განაცხადა რუმასმა ნათია თურნავასთან შეხვედრაზე.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველო და ბელარუსი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან, თუმცა მეტი ეკონომიკური პოტენციალია, რომელიც სრულად უნდა იქნას ათვისებული.
ქართულმა მხარემ ბელარუსულ მხარეს საქართველოსა და ბელარუსს შორის თავისუფალი ინდუსტრიული და ეკონომიკური ზონების კუთხით თანამშრომლობის განვითარება შესთავაზა.
ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა ზრდის ტენდენციით ხასიათდება - 2019 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ შეადგინა 94,8 მლნ დოლარი (ზრდა 9%, საერთო ბრუნვის 0.7% წილით). ექსპორტი გაიზარდა 55%-ით, განისაზღვრა 44,25 მლნ დოლარით ძირითად ქართულ პროდუქციას ბელარუსში წარმოადგენს მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელები, თხილი და სხვა.
ბელარუსის პრემიერ-მინისტრი სერგეი რუმასი საქართველოს მარტში ეწვევა.