ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1761        EUR 3.5366        GBP 3.9161        RUB 4.5026        UAH 1.1824        AZN 1.8634        AMD 6.5659      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
Fitch -ს თანამშრომლობის შეჩერება ფონდმა შესთავაზა
6 მარტი, 2020, 18:02
 Fitch -ს თანამშრომლობის შეჩერება ფონდმა შესთავაზა

თბილისი (GBC) - „საპარტნიორო ფონდის“ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-თან ფონდის თანამშრომლობა დროებით შეჩერდა.

გამომდინარე იქიდან, რომ „საპარტნიორო ფონდი“ იმყოფება რეფორმირების ეტაპზე, იგეგმება გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები, მათ შორის, ფონდის დაფინანსების სტრუქტურასთან დაკავშირებით და ასევე, მიმდინარეობს მსჯელობა ფონდის საკუთრებაში არსებული ზოგიერთი სახელმწიფო კომპანიის ფონდის კაპიტალიდან გასვლის შესახებ, ფონდისა და სარეიტინგო სააგენტო „Fitch Ratings“-ის შეთანხმებით, თანამშრომლობა  დროებით შეჩერდა. მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ფონდის ახალი სტრუქტურა, პროექტების დაფინანსების პრინციპები და განისაზღვრება თვით ფონდის დაფინანსების წყარო, „საპარტნიორო ფონდი“ გეგმავს Fitch-თან ან ახალი მანდატის ფარგლებშ, სხვა სარეიტინგო სააგენტოსთან თანამშრომლობას.

შეგახსენებთ, 2019 წელს „Fitch“-მა  „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობა დადებითად შეაფასა, ფონდის მაჩვენებელი გააუმჯობესა და "BB-“-დან „BB/სტაბილურამდე“ გაზარდა.

„Fitch“-ის 2019 წლის ანგარიშში საუბარია საქართველოს პოზიციონირებისა და „საპარტნიორო ფონდის“ როლის შესახებ. კერძოდ, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ისეთ სექტორებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, მრეწველობა, უძრავი ქონება და ტურიზმი. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები