






USD | 3.2987 |
EUR | 4.0033 |
GBP | 4.5044 |
TRY | 0.4463 |

თბილისი (GBC) - Fitch Ratings-ის განცხადებით, კორონავირუსის გავცელება ევროპაში ხსნის ახალ არხებს, რომელიც გავლენას იქონიებს რეგიონის ეკონომიკაზე და გაზრდის უარყოფით გავლენას მშპ-ის ზრდაზე.
ვირუსის
ქეისები ყოველდღიურად იზრდება. შემთხვევათა 75% იტალიაშია (4200
EU/EEA/UK/ 5 მარტის მდგომარეობით) , თუმცა ამას გავლენა მთელ ევროპაზე აქვს. საფრანგეთმა,
გერმანიამ და ესპანეთმა, თითოეულმა 200 შემთხვევა დააფიქსირა, 85 კი დიდ ბრიტანეთში.
Fitch-ის განცხადებით,
მოგზაურობის შეზღუდვებმა შეამცირა ჩინელი ტურისტების შესვლა ევროპაში, რომლებიც მაღალმხარჯველები
არიან და უმეტესად შემთხვევაში მულტი-საქალაქო პაკეტებს იღებენ.
ევროპაში ვირუსის
გავრცელების შესაბამისად კი, მოგზაურობის გაუქმება მოყვება მატერიალური
გავლენა იმ ქვეყნების ეკონომიკაზ, სადაც ტურიზმი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო
GDP-ში. მათ შორის, ბოლო წლებში ასეთია იტალია.
იმასთან, მოგზაურობისგან და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოხვედრისგან თავშეკავება,
თვით-იზოლაციამდე მიდის, რაც თავის მხრივ, სამომხმარებლო დანახარჯებზე ახდენს გავლენას.
ასევე,
Fitch-ის თქმით, ჩინური საწარმოების შესაძლებლობებზე დაბალი წარმადობით ოპერირების
გავლენა ჯერ კიდევ ვითარდება. ევროპის ავტო ინდუსტრია დაუცველია მიწოდების ქსელის მოშლისგან.
მკვეთრად შენელებული
ჩინეთის ზრდა, შეაფერხებს ევროკავშირის ექსპორტს ჩინეთში, რომელიც 2018 წელს მთლიანი
ექსპორტის 10.8% იყო.
Fitch-ი ევროზონისთვის
და მთავარი წევრი ქვეყნებისთვის მშპ-ის პროგნოზებს განაახლებს მიმდინარე თვეში, შემდგომ
გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში.
აგრეთვე,
COVID-19-ის მასშტაბებს, ხანგრძლივობას და საკონსერვაციო ღონისძიებების სიმძიმეს განიხილავს,
- სრული ზრდის გავლენა ეკონომიკური პოლიტიკის რეაგირებაზე იქონიებს გავლენას