GE EN
სხვა სიახლეები
პარლამენტმა ფიზიკური პირების დავალიანებებისგან გათავისუფლებასთან და ოფ...

ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1–ელ იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

1713516035

სუსის ანგარიში: 2023 წელს საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს სხვადას...

სუსის განმარტებით, 2023 წელს განსაკუთრებით გაზრდილი იყო საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეები. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ რეჟიმში იღებდა ყველა შესაძლო ზომას, რათა მოეხდინა პრევენცია და აღეკვეთა სხვადასხვა დესტრუქციული ელემენტების მიერ ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად წარმოებული ღონისძიებები.„საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული მედიასაშუალებების მხრიდან, ასევე, სოციალური ქსელებისა და ინტერნეტსივრცის გამოყენებით, მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები, რაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში უკმაყოფილების მუხტის გაღვივებისა და დაპირისპირების პროვოცირების საფრთხეს ქმნიდა.გამოვლინდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ცალკეული ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული კატეგორიის მოსახლეობაში ავრცელებდნენ ნაციონალისტური ხასიათის განცხადებებს, ცრუ და დამახინჯებულ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას და ანტიქართულ ნარატივებს.საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კონტროლზე იყო აყვანილი უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი პირებისა და პირთა ჯგუფების მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ცალკეული ღონისძიებების ჩატარების მცდელობები. დადგინდა მათი ინტერესები, მიზნები და ამოცანები. მათი საქმიანობის შეზღუდვის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, გატარდა კომპლექსური ღონისძიებები.სამსახურის მიერ გამოვლინდა საზღვარგარეთ რეგისტრირებული ან უცხოური კაპიტალით საქართველოში დაფუძნებული ცალკეული იურიდიული პირები, რომლებიც შესაძლოა გამოიყენებოდეს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო ოპერაციების რესურსად“, - ნათქვამია ანგარიშში.

1713515721

თბილისის აეროპორტი 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილი მსოფლიოს საუკეთესო ა...

ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის - მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია - ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

1713513893

პირველ კვარტალში საგარეო ვაჭრობა 6,5%–ით შემცირდა, უარყოფითი სალდო 43%...

საქართველოს საგარეო ვაჭრობაში ჩამოყალიბებულ ზოგად ტენდენციებს ასახავს  გრაფიკული გამოსახულება, 2021-2024 წლების დინამიკური მწკრივის მიხედვით:საქსტატის ინფორმაციით ქვემოთ მოცემული ცხრილი აჩვენებს 2022-2024 წლებში ექსპორტ-იმპორტის ყოველთვიურ დინამიკას აბსოლუტურ მაჩვენებლებში, ასევე მათ პროცენტულ ცვლილებას წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით.ქვემოთ მოცემული დიაგრამა გვიჩვენებს ქვეყნების ჯგუფების წილს საქართველოს მთლიან ექსპორტსა და იმპორტში.საქსტატის ინფორმაციით 2024 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (235.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (160.8 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (147.0 მლნ. აშშ დოლარი).

1713513386

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზები განაახლა

ამასთან, ფონდის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებში ინფლაციის ტემპის შენელება გაგრძელდება და 2024 წლის მეორე ნახევარში აშშ-ის, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა მოსალოდნელი. რაც შეეხება, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს, 2024 წლისთვის სავალუტო ფონდი ყველაზე მაღალ, 6.5%-იან ზრდას ტაჯიკეთში პროგნოზირებს, რომელსაც მოჰყვება სომხეთი (+6.0%), საქართველო (+5.7%) და უზბეკეთი (+5.2%).სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ახლოს იქნება ცენტრალური ბანკების მიზნობრივ მაჩვენებლებთან გარდა, თურქეთისა, უზბეკეთისა და ყაზახეთისა. ამასთან, სავალუტო ფონდის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 2.6%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.სავალუტო ფონდი ყურადღებას ასევე ამახვილებს პოტენციურ რისკებზეც. კერძოდ, რეგიონალური კონფლიქტების ფონზე სასაქონლო ფასების სწრაფი ზრდა, მაღალი  ინფლაციის განგრძობითობა, ჩინეთის ეკონომიკის აღდგენის შესუსტება და სხვა რისკები, რომლებსაც გავლენა ექნება გლობალურ ზრდაზე. ამასთან, გლობალური ეკონომიკა შესაძლოა მოსალოდნელზე მეტად გაიზარდოს თუ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად შემცირდება გლობალური მიწოდების შეზღუდვების შემსუბუქების გამო და ცენტრალური ბანკები უფრო მეტად შეამცირებენ საპროცენტო განაკვეთებს, დაჩქარდება პროდუქტიულობის ზრდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, მოსალოდნელზე სწრაფად განხორციელდება რეფორმები, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ძალის მეტ ჩართულობაზე, რესურსების ეფექტიანად გამოყენებაზე და ა.შ.

1713512988

ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინ...

კონფერენციის ფარგლებში ნათია თურნავა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა. შეხვედრაში ისეთი ცნობილი კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიცაა Morgan Stanley, M&G Investment, Sayles & Company, Amundi Societa di Gestione del Risparmio, Artisan Partners, Barings, Danske Bank, Fidelity Management & Research Company, LGT Capital Partners და  Schroder Investment Management North America.ქართულმა მხარემ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს მიმზიდველი საინვესტიციო პოტენციალი და სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო გააცნო.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის ძლიერ მხარეებს, როგორც მდგრადი ფისკალური ბალანსის, ისე ფასების სტაბილურობის შენარჩუნების თვალსაზრისით. აღინიშნა სერვისების ექსპორტის ზრდისა და ტურიზმის სექტორის კონტრიბუციის მზარდი ტენდენცია.ყურადღება გამახვილდა საქართველოში ფინანსური სექტორის მდგრადობაზე, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის დაბალ დონეზე.მხარეებს შორის საუბარი შეეხო მიმდინარე გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებს და აღინიშნა რეგიონული ექსპანსიის მნიშვნელობა, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის საბანკო სექტორისთვის.როგორც შეხვედრაზე ნათია თურნავამ განაცხადა, საერთაშორისო რეზერვების დაგროვება და ოპტიმალურ დონეზე შენარჩუნება საქართველოსთვის კვლავ პრიორიტეტულია. ასევე, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა დედოლარიზაციის პროცესის გაგრძელების აუცილებლობა, რისთვისაც ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს მუშაობას.Bank of America-ს მიერ ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში გამართულ შეხვედრას სებ-ის ვიცე პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

1713511272