ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლარი უფასურდება, სამაგიეროდ ინფლაციის ზრდა ყოვნდება
1 მაისი, 2020, 13:02
ლარი უფასურდება, სამაგიეროდ ინფლაციის ზრდა ყოვნდება
თბილისი (GBC) – ლარი აპრილში $1/₾3.18 -დან, 3.2060 ლარამდე გაუფასურდა. სებ-ის "თვის მიმოხილვით" 2020 მარტში ეფექტური გაცვლითი კურსი 2.6%-ით, ნომინალური ეფექტური კურსი 2.9%-ით გაუფასურდა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი კი 2.7905-დან, 3.2845-მდე 17.7%-ით დაეცა.

სებ-ის პრეზიდენტმა 29 აპრილის მპკ-ის შემდეგ სებ-ის მთავარი მანდატის პრიორიტეტების შეცვლაზე განაცხადა, პანდემიით შექმნილი გაურკვევლობა ინფლაციის ეფექტურად მართვას ხელს უშლის. რეალობა შეცვლილია. ლარის კურსიდან ინფლაციაზე წნეხი იმ ძალის არ არის, როგორც ლარის წინა გაუფასურებასას იყო.

სებ-მა მარტში 3 სავალუტო აუქციონზე $100 მლნ გაყიდა და აპრილის ბოლოს კიდევ $20 მლნ მიამატა. 29 აპრილის მპკ-ის შემდეგ, 8.5%-მდე შემცირებული განაკვეთის გამოცხადებისას, სებ-ის პრეზიდენტმა ბანკებთან პირდაპირ სავალუტო ვაჭრობაზეც (ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე) განაცხადა. ნავაჭრი მოცულობა თვის ბოლოს გამჟღავნდება.

2019 წლის მარტთან შედარებით, ლარის წლიური გაუფასურება ლამის წლიურ 20%-ს მიუახლოვდა. (2019 -ის მარტში $1/ ₾2.6940-დან, ₾2.6914- მდე იყო გამყარებული).

შარშან ამ დროს სებ-ი ვალუტას ყიდულობდა. იმ, კარგ დროს დაგროვილს ახლა ყიდის.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები