ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0416        EUR 3.4087        GBP 3.8294        RUB 4.429        UAH 1.1372        AZN 1.7892        AMD 6.2875      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
25 ანაზღაურებული შემთხვევა - თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის
1 მაისი, 2020, 15:41
25 ანაზღაურებული შემთხვევა - თიბისი დაზღვევის 300 000 ლარიანი ფონდი მედპერსონალისთვის
თბილისი (GBC) - თიბისი დაზღვევამ ამ დროისთვის მედპერსონალის COVID–19-ით დაინფიცირების 25 შემთხვევა აანაზღაურა. კომპანიამ პროგრამის #თიბისიშენთვის ფარგლებში სპეციალური ფონდი შექმნა და COVID-19-ის რისკის ქვეშ მყოფი მედპერსონალისათვის 300 000 ლარი გამოყო.

ყველა ექიმი, ექთანი და სანიტარი, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის იბრძვის და საფრთხის ქვეშ აყენებს ოჯახის წევრებისა და საკუთარ ჯანმრთელობას, COVID19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, თიბისი დაზღვევისგან 10 000 ლარამდე სადაზღვევო კომპენსაციას მიიღებს.

მედპერსონალი, რომელიც COVID19-ით უშუალოდ პაციენტისაგან დაინფიცირდება, 4 000 ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებს. ლეტალურ შემთხვევაში კი, ოჯახს დამატებით 6 000 ლარი გადაეცემა. თანხა საჭირო საბუთების წარდგენისთანავე გაიცემა.

„ამ რეალობაში ექიმებს გვაკისრია სხვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა და ჩვენთვის ყველაზე ფასეული ადამიანების ჯანმრთელობაა. არსებულ ვითარებაში საკუთარ თავზე ექიმები ნაკლებად ვფიქრობთ, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ჩვენი მისამართით ვგრძნობთ მხარდაჭერას, იქნება ეს მორალური თუ ფინანსური. მნიშვნელოვანია ყველა ის ინიციატივა, რომელიც ექიმების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნავს, იმიტომ რომ ჩვენ ათასობით ადამიანს ვჭირდებით. თიბისი დაზღვევის ინიციატივა სწორი და დროული იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დამანახა ჩემი და ზოგადად თითოეული ექიმის მნიშვნელობა.“ - დემურ ბარბაქაძე, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის თანამშრომელი.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები