ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9841        EUR 3.3422        GBP 3.7394        RUB 4.313        UAH 1.1183        AZN 1.7554        AMD 6.1712      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საკრედიტო-საგარანტიო სქემას მისო გამოეთიშა
5 მაისი, 2020, 13:21
საკრედიტო-საგარანტიო სქემას მისო გამოეთიშა
თბლისი (GBC) - საკრედიტო-საგარანტიო 300 მლნ-იანი სქემიდან, მიკროსაფინანო ბაზარს არაფერი ხვდება. ლარის ლიკვიდობის რესურსს მისოს საბანკო სექტორი აწვდის.

სვის კაპიტალის აღმასრულებელი დირექტორის გია კერესელიძის განცხადებით, პანდემიის, ასევე პორტფელის 38%-ის 3 თვით გადავადების მიუხედავად, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ურესურსობას არ უჩივის, რადგან კაპიტალის ბაზრის გრძელვადიან რესურსზე აქვს წვდომა და საკმარისი ბუფერი გააჩნია.

გია კერესელიძის თქმით,18 ფილიალიდან არცერთი დახურულა და მისო სტაფის სრული შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას. მისი თქმით, სასესხო განაკვეთებსაც ინარჩუნებს, წლიური 17-18%-ის ფარგლებში.

სვის კაპიტალს, სებ-ის ლარის ლიკვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტით ბაზრისთვის გათვალისწინებული $200 მლნ -დან, 14 მლნ ლარი შეხვდა და 2021 წლის 15 აპრილამდე მიუწვდება ხელი.

სვოპ-ის რესურსი მიკრო და საბანკო სექტორის მონაწილეებზე საბაზრო წილის მიხედვით არის გადანაწილებული.

სვის კაპიტალი, კრისტალის და რიკოს შემდეგ,ანგარიშგებით, მე-3 მსხვილი მოთამაშეა, თუმცა მისოს მენეჯმენტი წმინდა მიკრობიზნეს დაკრედიტების ნიშნით აფასებს და მიაჩნია, რომ მსხვილპორტფელიანებზე წინ არის.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     
სპონსორები