ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
მთაწმინდის ფერდობზე ტყე გაშენდება
8 მაისი, 2020, 14:39
მთაწმინდის ფერდობზე ტყე გაშენდება
თბილისი (GBC) - მთაწმინდის ფერდობზე ტყის გაშენებისთვის 16 მლნ დაიხარჯება. რასაც ფონდი ქართუ გაიღებს. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 700 ჰა ტერიტორია გამწვანდება.

„ჩვენი მთავარი მიზანი მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის 4 სეზონად გადაქცევაა", - განაცხადა კალაძემ.ფონდი "ქართუს" დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდი „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

ამ ეტაპზე, ფონური საკადასტრო კვლევები წარმოებს და ურბანული ტყის საზღვრები დგება.

პროექტი ფონდებთან ("ქართუ" და "განვითარება და გარემოს" ) 8 მაისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები