ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
პამდემიამ განახლებადი ენერგოპროექტები გადაავადა
მარიამ მინაძე
8 მაისი, 2020, 15:02
პამდემიამ განახლებადი ენერგოპროექტები გადაავადა
თბილისი (GBC) - “კორონავირუსის გამო შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა მრავალი ეკონომიკური სექტორი და მათ შორისაა განახლებადი ენერგიების და მზის ენერგიის გამოყენების მზარდი ბაზარი,” - აცხადებს Helios Energy Georgia.

კომპანიის განცხადებით, 2018 - 2019 წლებში საქართველოში ჯამურად დამონტაჟდა 2 მეგავატამდე სიმძლავრის მზის ელ-სადგურები, რომლებიც ნეტო აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში ქვეყნისთვის ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას გამოიმუშავებენ.

კომპანიის თქმით, არსებული კრიზისული მდგომარეობა და ასევე ლარის გაუფასურება საფრთხეს უქმნის განახლებადი ენერგიების ბაზრის განვითარებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის იმპორტირებული ენერგიის შესამცირებლად.
მზის ელ-სადგურების გაზრდილი ღირებულება ეროვნულ ვალუტაში ნაკლებად მიმზიდველს და თითქმის შეუძლებელს ხდის მასში ინვესტიციას.

გამომდინარე აქედან, კომპანიას მიაჩნია, რომ სექტორის განვითარების შესანარჩუნებლად უნდა შემუშავდეს განახლებადი ენერგიების წახალისების მექანიზმები, რაც ისედაც გათვალისწინებულია "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" საქართველოს კანონით.

“ვფიქრობთ, რომ განახლებადი ენერგიების პროდუქტებზე, მზის პანელი, ქსელური გარდამქნელი, იმპორტისას დღგ-ს გადასახადისგან 2 წლით გათავისუფლება სტიმულს მისცემს განვითარებას და თავიდან აგვარიდებს კრიზისულ პერიოდში განახლებადი ენერგიების განვითარების შეჩერებას.
აღნიშნული ცვლილებით, საბოლოო მომხმარებელს გაუიაფდება მზის ელ-სადგურის ღირებულება და სექტორში გაიზრდება ინვესტიციები. ამ სფეროში მომუშავე კომპანიები შეძლებენ შეინარჩუნონ თანამშრომლები და ზრდის შემთხვევაში დაასაქმონ ახლები. ქვეყანა მიიღებს დამატებით ენერგეტიკულ სიმძლავრეებს და შეავსებს დეფიციტს, რაც წარმოიშობა მზარდი მოხმარების კვალდაკვალ. სეგმენტში გაჩნდება დაკრედიტების მექანიზმები, რაც გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს”, - აცხადებს კომპანია, რისთვისაც შესაბამისი პეტიცია გამოაქვეყნა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები