ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ხაზარაძეს თიბისის ₾149 მილიონის აქციები დარჩა
11 მაისი, 2020, 11:38
ხაზარაძეს  თიბისის  ₾149 მილიონის აქციები დარჩა
თბილისი (GBC)- პირველ კვარტალში თიბისი ბანკში მამუკა ხაზარაძის წილი შემცირდა.
ბანკის კვარტალური ანგარიშიდან ირკვევა, რომ 1 აპრილისთვის, ბანკის დამფუძენებელი - აქციონერი საბანკო ჰოლდინგის 8.62%-ს ფლობდა, გასული წლის ბოლოს მისი წილი 10.25% იყო.
დღეის მდგომარეობით, TBC BANK GROUP -ის კაპიტალიზაცია 434.6 მლნ ფუნტს შეადგენს, ხაზარაძის კუთვნილი აქციების პორტფელი კი, 37.5 მლნ ფუნტი ღირს.
წილის შემცირება გასული წლის ივლისში Renaissance Capital-თან დადებულ აქციების დაგირავების შეთანხმებას უკავშირდება.
მაშინ ცნობილი გახდა, რომ თიბისის დამფუძნებლებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ მათი კუთვნილი აქციების დაგირავების პროცესი დაიწყეს, რათა ანაკლიის პორტის პროექტის დაფინანსება მომხდარიყო. ჯამში ბანკის აქციათა 8%-ის დააგირავება განიხილება. კონტრაქტის პირობების მიხედვით, ხაზარაძე და მისი პარტნიტნიორიაქციებს ორი წლის შემდეგ, 2021 წლის 28 ივნისს გამოისყიდიან.
აქციების დაგირავებამდე მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკის 13.52%, ბადრი ჯაფარიძე კი, 6.76% ფლობდა. ბოლო მონაცემებით, ჯაფარიძის წილი 5.99%-ს შეადგენს
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები