GE EN
სხვა სიახლეები
საქართველოში მოსახლეობის ბუნებრივი მატება 2023–ში მინუსში გავიდა

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.2023 წელს, რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელს.2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე

1711613609

საქართველოში შობადობა 5%–ით შემცირდა

2023 წელს, დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა დაფიქსირდა ქ. თბილისში (13 697 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი შემცირდა 39.1 პროცენტიდან 37.7 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 33.6, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი გაიზარდა 26.6 პროცენტიდან 27.5 პროცენტამდე.2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26.5 პროცენტიდან 24.6 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.6 პროცენტიდან 69.4 პროცენტამდე შემცირდა. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 4.0 პროცენტიდან 6.0 პროცენტამდე გაიზარდა.

1711612898

თიბისის შეხვედრები „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში

კამპანია „გლობალური ფულის კვირეული“ საქართველოში, ეროვნული ბანკის ინიციატივით, უკვე მეათედ ჩატარდა. მსოფლიოში კი, კვირეული 2012 წლიდან 170-ზე მეტ ქვეყანაში, ყოველწლიურად, გაზაფხულზე იმართება. მისი მთავარი მიზანი, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებისა და ამ მიმართულებების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.თიბისი, ყოველწლიურად, აქტიურადაა ჩართული კვირეულში და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, როგორც სოციალური ქსელებში ასევე, ფიზიკურ გარემოში.გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ ბანკთან და მასთან არსებულ, ფინანსური განათლების პლატფორმა - ფინედუსთან ერთად, თიბისი მონაწილეობს მოსწავლეთა და მასწავლებლების სხვადასხვა შემეცნებით-საინფორმაციო კამპანიებში. 

1711611709

მილიარდერი ბანკების რეიტინგი

(17 ბანკიდან ანგარიშგებაში არ მონაწილეობს, ტესტირებად რეჟიმში ოპერირებადი "ჰეში" და "პეივ ჯორჯია", კონსოლიდირებულ მაჩვენებელში ჯერ კიდევ შედის სანქცირებული ვითიბი, ₾452 მლნ-ს აქტივით).ბაზარზე 8 ბანკია 1 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით (>1 მლრდ). მილიარდერთა TOP-8 ში კი სისტემური 2 ბანკის ჯამური წილი 77%-მდეა. კონცენტრაცია მვირედუღ განეიტრალებულია. BOGG/TBC-ის ჯამური წილი შარშან გაზაფხულზე 80%-ის ფაგლებში  იყო.საბანკო სექტორის კაპიტალი  12.2 მლრდ ლარია, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 15.5 პროცენტია.

1711554762

NBG ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტას გამოუშვებს

 შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო. საკოლექციო მონეტის დიზაინზე სებ-ი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად იმუშავებს.საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში გაიმართება და ჯგუფის პირველ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები 18 ივნისს თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.2022 წელს სებ-მა საქართველოში ევრობასკეტის მასპინძლობასთან დაკავშირებით "ევრობასკეტი 2022"-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვა. 

1711554000

BOGG/TBC-ის წილი ბანკების წმინდა მოგებაში 88%-ია

იანვარ-თებერვლის მაჩვენებელს 2023-ის ანალოგიურ პერიოდისას არ ვადარებთ, რადგან მაშინ ზედამხედველთან ანგარიშგება მხოლოდ სების მეთოდოლოგიით(GAAP) წარმოებდა.სექტორი, სრულად IFRS-ზე (ანგარიშგების საერთაშორისო სისტემა) H1/2023-დან გადავიდა. ლიბერალურმა საზედამხედველო ნორმები პარამეტრები შეცვალა, მათ შორის რეზერვების მოთხოვნაში, რაც შესაბამისად მოგებაში აისახა.

1711547844