ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
სებ-ი რეგულაციებს უშვებს, ბანკებმა ბუფერები რომ გამოიყენონ
11 მაისი, 2020, 17:40
სებ-ი  რეგულაციებს უშვებს, ბანკებმა ბუფერები რომ გამოიყენონ

თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკი, COVID-19 - ის ქვეყნის საფინანსო სექტორზე ზეგავლენის შერბილებისთვის საგანგებო გეგმით მოქმედებაზე აცხადებს : ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და საჭიროა შესაბამისი რესურსის მიწოდება.

საფინანსო სექტორს, სებ-ის  ლარს და დოლარს რამდენიმე ინსტრუმენტით აწვდის (რეფინანსირება, სვოპი, სავალუტო ინტერვენცია, ბლუმბერგზე ვაჭრობა). უცხოურ ვალდებულებებზე სარეზერვო მოთხოვნები ლიკვიდობის მიწოდების დამატებით ბუფერს წარმოადგენს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, განისაზღვრა ლარის ლიკვიდობის მიწოდების ახალი ინსტრუმენტები, რაც კომერციულ ბანკს საშუალებას აძლევს უცხოური ვალუტის უზრუნველყოფის საშუალებით მყისიერად, დაბალი დანახარჯებით და დამატებითი რისკების გარეშე მიიღოს ლარის რესურსი. 

2020 წლის 1 მაისიდან, 1  წლის განმავლობაში, ბანკებს შეუძლია ლარის ლიკვიდობის მართვისთვის უცხოური ვალუტის ბუფერები გამოიყენონ და ჯამური ლიკვიდობის მოთხოვნა (ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი - LCR) მათი საშუალებით დაიცვან. საჭიროების შემთხვევაში, ბანკები ლარის რესურსს სვოპ ოპერაციების გამოყენებით მიიღებენ.

აღნიშნული ღონისძიებებით  ლარის ლიკვიდობის მართვა უმჯობესდება, რამაც ლიკვიდობის რისკი უნდა შეამციროს და ლარის გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთები.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები