ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ონი ჰესი უსაფრთხოა, ეს სიმართლეა - თურნავა
12 მაისი, 2020, 19:25
ონი ჰესი უსაფრთხოა, ეს სიმართლეა - თურნავა
თბილისი (GBC ) - ონი ჰესის საფრთხეებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე ეკონომიკის მინისტრი განმარტებას აკეთებს.

„ეს არის მტკნარი ტყუილი, თითქოს დამანგრეველი ზემოქმედება ექნება ამა თუ იმ პროექტს.მსგავსი განცხადებების ერთადერთი მიზანი ბატონი ბიძინა ივანიშვილისა და თანაინვესტირების ფონდის დისკრედიტაციაა", - ნათია თურნავა ბიზნესის დახმარებისთვის შექმნილი ფონდის დანიშნულებაზე აღნიშნავს, იმ პროექტებისთვის, რომლის დამოუკიდებლად განხორციელება ბიზნესს უჭირს.

"ავტორები უფრო შორს მიდიან და ურტყამენ არა მხოლოდ პოლიტიკურ მოწინააღმდეგებს, არამედ მთლიანად ქვეყნის დამოუკიდებლობას, რომლის ქვაკუთხედი ჩვენი ენერგეტიკაა,“ - მინისტრი რაჭაში ონის ჰესის პროექტის ზემოქმედებაზე, პროექტის მიმართ მედიში გამოთქმულ უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა.

„ონი ჰესების კასკადის პროექტი წლებია არსებობს და არაფერია სიახლე", თურნავას თქმით, სიახლე მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთის თემის გამოყენებაა.

"დღეს ეს პროექტი არის მაქსიმალურად უსაფრთხო ფორმით წარმოდგენილი. ამისთვის საკმაოდ ბევრი კვლევაა ჩატარებული და ეს არის სიმართლე, რომ პროექტი არის უსაფრთხო, ასაქმებს ადამიანებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობაში და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები