ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Busuu - ბილაინის საჩუქარი მომხმარებელს
14 მაისი, 2020, 14:15
Busuu - ბილაინის საჩუქარი მომხმარებელს
თბილისი (GBC) -2020 – საერთაშორისო ჯგუფი „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მომხმარებლებს წვდომას აძლევს უცხო ენების შესწავლის პლატფორმა Busuu-ს 1-თვიან პრემიუმ პაკეტზე. Busuu უცხო ენის შესწავლის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული და მსოფლიოში პოპულარული პლატფორმაა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვედის, ასევე iOS და ანდროიდის აპლიკაციების მეშვეობით და უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ისწავლოს უცხო ენა იმ ადამიანთან ურთიერთობით, ვისთვისაც ეს ენა ბუნებრივია. Busuu-ზე ხელმისაწვომია მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული 12 ენა, მათ შორის: ინგლისური, ესპანური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ჩინური, თურქული და სხვა. ამჟამად პლატფორმა 100 მილიონ მომხმარებელს ითვლის.

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისთვის მომხმარებელი შედის ვებგვერდზე https://beeline.ge/promo და გადის მარტივ ვერიფიკაციას მობილურის ნომრით, რის შემდეგაც SMS-ით ვაუჩერის კოდს იღებს. ამის შემდეგ მომხმარებელი გადის რეგისტრაციას Busuu-ს ვებგვერდზე და ანგარიშის ძირითად მენიუში ირჩევს „Redeem a Voucher” სადაც შესაბამის ველში SMS-ით მიღებული კოდი შეყავს და სარგებლობს 1 თვიანი პრემიუმ პაკეტით სრულიად უფასოდ.

Busuu-სთან თანამშრომლობა ბილაინის ციფრული მიმართულების სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანიცაა მომხმარებელს წვდომა მისცეს მსოფლიოში წამყვან საგანმანათლებლო, გასართობ თუ სპორტულ პლატფორმებზე.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები