ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
კომპენსაციის მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო
15 მაისი, 2020, 16:04
კომპენსაციის მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისი (GBC) - კომპენსაცია რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში ჩაირიცხება. კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, კომპენსაციების მიმღებთა რეგისტრაცია დაიწყო (15.05. 2020) და 1 ივლისამდეა. რეგისტრაცია ბენეფიციარმა ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით უნდა გაიაროს.

პორტალზე რეგისტარციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს. დაქირავებით დასაქმებულებს, აღნიშნული რეგისტრაციის გავლის ვალდებულება არ აქვთ.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, დღეიდან 6 კვირის განმავლობაში განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - www.moh.gov.ge.

ჯგუფში შედიან:
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები
მეწარმე ფიზიკურ პირები
პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები
ინდივიდუალური მეწარმეები
კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.
კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე აღნიშნული ფიზიკური პირები შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე.

კომპენსაცია რეგისტრაციიდან 10 სამუშაო დღეში უნდა მიიღოს.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:

სასახელი, გვარი და პირადი ნომერი;
საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, 15 მაისიდან, 6 კვირის განმავლობაში უნდა შეავსონ განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე - www.moh.gov.ge და უნდა წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:https://www.moh.gov.ge/ka/announcements/232/koronavirusis-pandemiis-Sedegad-dazaralebulTaTvis%2C-saqarTvelos-mTavrobis-mier-inicirebuli-
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები