ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Aegean -ი საქართველოში მოგზაურების ჩამოსაყვანად მზადაა
15 მაისი, 2020, 16:13
Aegean -ი საქართველოში მოგზაურების ჩამოსაყვანად მზადაა
თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
ონლაინ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
ნათია თურნავამ ბერძენ კოლეგას კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის საქართველოს მთავრობის წარმატებული გამოცდილება გააცნო და აღნიშნა, რომ ეფექტიანმა ანტიკრიზისულმა პოლიტიკამ ქვეყანას ტურიზმის ეტაპობრივი ამოქმედების შესაძლებლობა მისცა.

მინისტრმა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრს საქართველოში ტურიზმის ამოქმედების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებთან უსაფრთხო დერეფნების შექმნის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია აქვს თავის უცხოელ კოლეგებთან იმ ქვეყნებიდან, ვისთანაც უახლოეს პერიოდში ტურისტების მიმოსვლის დაწყება იგეგმება. მისივე თქმით, პირველი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნებზე გაკეთდება.
„დღეს ონლაინ შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრთან, ჰარი ტეოჰარისთან, რომელიც ამავდროულად მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია. ერთმანეთს გავუზიარეთ წინასწარი მოსაზრებები, თუ რა აუცილებელი მოთხოვნები უნდა შეათანხმონ ქვეყნებმა ე.წ. მწვანე, უსაფრთხო დერეფნების შექმნისთვის, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საბერძნეთსა და საქართველოს შორის ტურისტების მიმოსვლა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, მისასალმებელია, რომ საბერძნეთის ავიახაზებმა Aegean Airlines უკვე გამოთქვა მზადყოფნა და დასტური ფრენების სწრაფად დაწყებასთან დაკავშირებით.

„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავებთ საბერძნეთთან და შესაბამის სამინისტროებთან როგორც ამ ქვეყნის, ასევე ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომ ერთობლივად დავაჩქაროთ საერთო წესების დამკვირდების პროცესი“, - დასძინა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები