ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
არჩილ გაჩეჩილაძეს აქციონერთა 99.98% ირჩევს
მარიამ მინაძე
19 მაისი, 2020, 11:50
არჩილ გაჩეჩილაძეს აქციონერთა  99.98% ირჩევს
თბილისი (GBC) -არჩილ გაჩეჩილაძე ხმათა უმრავლესობით აღმასრულებელ დირექტორად თავიდან აირჩიეს. საქართველოს ბანკის ჯგუფმა (BOGG) ყოველწლიური გენერალური შეხვედრა ჩაატარა, სადაც მენეჯმენტის შერჩევას აქციონერებმა კენჭი უყარეს.

აღმასრულებელ დირექტორად არჩილ გაჩეჩილაძის თავიდან დანიშვნას აქციონერებმა აბსოლუტური უმრავლესობით, 99.98%-ით მისცეს ხმა.
ის ამ პოზიციას გასული წლის 28 იანვრიდან იკავებს.

კენჭი ეყარა დამოუკიდებელ, არა-აღმასრულებელ დირექტორად ნილ ჯანინის (93.41% მომხრე), ალასდერ ბრიჩის (90.35%), თამაზ გიორგაძის (94.13%), ჰანა ლოიკანენის (98.46%), ვერონიკ მაკქეროლის (99.36%), ჯონათან მიურის (99.36%), სესილ ქუილინის (94.13%).
2019 წლის ანგარიში 99.46%-ით დაამტკიცეს.

დირექტორთა თანამდებობრივი სარგოს რეფორთის დამტკიცებას, ხმა აქციონერთა 69.66%-მა მისცა.

“კომპანია აცნობიერებს, რომ რეზოლუციის წინააღმდეგ აქციონერთა მნიშვნელოვანი მინორიტარული რაოდენობა წავიდა. მათი მოსაზრებების უკეთ გასაცნობად, კომპანიამ უკვე დაიწყო აქტიური ჩართულობა. “განვაგრძნობთ მათი მოსაზრებების მოსმენას და აქტიურად ჩავრთავთ მათ 2020 წლის განმავლობაში”, - აცხადებს BOGG.

დღეის მდგომარეობით, კომპანიას 49,169,428 ჩვეულებრივი აქცია აქვს, აქედან ხაზინაში არცერთი არაა. შესაბამისად, ხმათა უფლებაც ამდენივე აქციის ტოლია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები