ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1901        EUR 3.5149        GBP 3.9334        RUB 4.4993        UAH 1.1824        AZN 1.8716        AMD 6.5948      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ინვესტორების უმადობა ბონდებზე არ იმოქმედებს
19 მაისი, 2020, 11:19
ინვესტორების უმადობა ბონდებზე არ იმოქმედებს
თბილისი (GBC) - საქართველოს ევრობონდების შემოსავლიანობა 5%-ზე დაბლა ჩამოვიდა. გასულ კვირას ევროობლიგაცია (GEORG) დაიხურა ფასით 102.11 (+1.15% წინა კვირასთან შედარებით), 4.45%-იანი შემოსავლიანობით. მანამდე შემოსავლიანობა 5.8 %-ზე იყო ასული.
500 მილიონის ევრობონდების განაღდება საქართველოს 2021 წლის შემოდგომაზე უწევს.

თიბისი ბანკის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ მიუხედავად განვითარებადი ქვეყნების სავალო ფასიან ქაღალდებზე აპეტიტის შემცირებისა, საქართველოს არ შეექმნება ობლიგაციების რეფინანსირების პრობლემა.

„5%-ად, შესაძლოა უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთითაც, ამ ბონდების რეფინანსირება უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი“, - ამბობს ოთარ ნადარია.

მთავრობა ევროობლიგაციების რეფინანსირებისთვის რამდენიმე ინსტრუმენტს განიხილავს, მათ შორის იყო საუბარი შიდა ვალის ზრდის ობლიგაციების ნაწილის რეფინანსირებისა.

COVID 19 -ის პანდემიის გამო, საქართველო საგარეო ვალსაც მნიშვნელოვნად ზრდის. წინასწარი შეფასებით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 42%-დან 55-60%-მდე გაიზრდება.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები