ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ინვესტორებმა $100 მლრდ აქტივები მოიშორეს
20 მაისი, 2020, 11:28
ინვესტორებმა  $100 მლრდ აქტივები მოიშორეს
თბილისი (GBC) - განვითარებადი ქვეყნების 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქტივები გაყიდეს გლობალურმა ინვესტორებმა, - ობლიგაციების ბაზარს G&T ახალ კვლევაში მიმოიხილავს.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით 2020 წლის დასაწყისიდან უცხოელმა ინვესტორებმა განვითარებადი ქვეყნების 72 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქციები და 25 მლრდ აშშ დოლარზე მეტი სასესხო ინსტრუმენტები გაყიდეს.

ამასთან, გლობალურმა ინვესტორებმა ჯამში განვითარებადი ქვეყნების 100 მლრდ აშშ დოლარზე მეტი აქტივები „მოიშორეს“.
კაპიტალის მასიურად გადინების შედეგად ობლიგაციების შემოსავლიანობის მაჩვენებლები გაიზარდა და შემცირდა ფასები.

შერჩეული სახელმწიფო ობლიგაციებიდან უკრაინის ევროობლიგაციამ (UKAINE 21) ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, წლის დასაწყისიდან შემოსავლიანობა 594 სპ-ით გაიზარდა (9.9% - შემოსავლიანობა; 97.3-ფასი).

ამავე პერიოდში საქართველოს ევროობლიგაციის (GEORGIA 21) შემოსავლიანობა 335სპ-ით გაიზარდა და 5.8% შეადგინა (101.0-ფასი).

რეგიონის სხვა ევროობილგაციები::

ბელარუსის ობლიგაციის შემოსავლიანობა (BELARUS 23) 315სპ-ით გაიზარდა და 7.7% შეადგინა (98.0-ფასი);
თურქეთის ევროობლიგაცია (TURKEY 21) 246სპ-ით გაიზარდა და 5.5% შეადგინა (100.1-ფასი);
სომხეთის ობლიგაცია (ARMENIA 25) 228სპ-ით გაიზარდა და 5.7% შეადგინა (106.0-ფასი);
აზერბაიჯანის ობლიგაცია (AZERB 24) 150სპ-ით გაიზარდა და 4.4% შეადგინა (101.2-ფასი)
უზბეკეთის ობლიგაცია (UZBEK 24) 136სპით გაიზარდა და 4.5% შეადგინა (101.0-ფასი);
ყაზახეთის ობლიგაცია (KAZAKH 24) კი 38სპ-ით გაიზარდა და 2.6% შეადგინა (108.8-ფასი).
ამასთან, საუკეთესო შედეგი დაფიქსირდა რუსეთის ევროობლიგაციაზე, რომლის შემოსავლიანობაც 11სპ-ით შემცირდა წლის დასაწყისთან შედარებით და 2.2% შეადგინა (108.8-ფასი)
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები