ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბლუმბერგზე სავაჭროდ 2 არასაფინანსო შევიდა
20 მაისი, 2020, 14:23
ბლუმბერგზე სავაჭროდ 2 არასაფინანსო შევიდა
თბილისი (GBC) - 20/04 - $1/3.16; 24/04 -$1/3.22, 19/05 -1$/3.20, - ბოლო 30 დღეში, ლარი 15 მაისამდე ირყეოდა და ჯერჯერობით, 20 მაისამდე სტაბილურობას ინარჩუნებს (წყარო: ბლუმბერგი).

პანდემიის გაურკვევლობის პირობებში 5-10 დღიანი, თუ 30 დღიანი ტრენდი, 20 მისიდან, 20 ივნისამდე პერიოდის ლარის მოსალოდნელ ქცევის პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა გაირკვა (ზედაპირული დაკვირვებით), რომ სებ-ის ახალმა პლატფორმამ გაამართლა, შემცირებული მოთხოვნის და გაჩერებული ეკონომიკის პირობებში. კურსის მხრიდან თითქოს ინფლაციაზე წნეხი არ არის.

ბლუმბერგის სისტემის BMatch პლატფორმაზე სებ-ი ვალუტით აპრილიდან ვაჭრობს და ნავაჭრის მოცულობაზე ანგარიშს თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. ამ დროისთვის ბლუმბერგის მოედანზე სავალუტო წყვილებზე გარიგებებში 16 სუბიექტია ჩართული, მათ შორის ეროვნული, კომერციული ბანკები, მისოები და ასევე 2 არასაფინანსო კომპანია.

ვაჭრობაში სისტემური 2 ბანკის (საქართველოს ბანკი, თიბისი) წილი 2019 წლის პერიოდთან შედარებით თითქმის შეცვლილი არ არის. 2019 წლისთვის სისტემური ბანკების ნავაჭრი მთლიანი მოცულობის 23%-ს არ აღემატებოდა. სებ-ის გამოქვეყნებული 2017 -ის მონაცემებით, 3 წლის წინანდელი პერიოდის შემოდგომის სტატისტიკით, საქართველოს ბანკი 16.3% წლით იყო წარმოდგენილი, თიბისი - 15.5%-ით (2017 წელთან შედარებით 2 სისტემური ბანკის წილი შემცირებულია).

ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოფიციალური სტატისტიკით, სულ, ბაზარზე მარტში $2.8 მლრდ -ია შეძენილი (ყველა არხით და ინსტრუმენტით: სპოტი, სვოპი, ფორვარდები, სებ-ის სავალუტო აუქციონი, არარეზიდენტ ბანკებთან ლარით და სხვა უცხოური ვალუტით ნავაჭრი, ფიზიკური პირებისგან შესყიდული, მონაცემი ასევე მოიცავს სებ-ის მარტში გაყიდულ $100 მილიონს...)
ამ დროისთვის ბაზარზე 15 ბანკი და 45 მისოა. ბლუმბერგის . სისტემით სარგებლობა არცერთ სუბიექტს ეზღუდება, მათ შორის არც არასაფინანსო კომპანიას, თუ გამჭვირვალობის და ბრუნვის, სისტემის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. თვის საფასური $1 970 -ია.

სებ-ის ინფორმაციით, ბლუმბერგის სისტემის არცერთი მონაწილე ფლობს ბრუნვის 13%-ზე მეტს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები