ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1916        EUR 3.4795        GBP 3.8845        RUB 4.4459        UAH 1.1946        AZN 1.8725        AMD 6.5939      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკებთან მთავრობამ საგარანტიო სქემა გაიარა
20 მაისი, 2020, 22:40
ბანკებთან მთავრობამ  საგარანტიო სქემა გაიარა
თბილისი (GBC) - პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად სებ-თან და საბანკო სექტორთან ერთობლივი მუშაობა გრძელდება, - პრემიერთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრაზე, ვიდეოკონფერენციის ფორმატში

ეკონომიკის სტიმულირების ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯები განიხილეს.

ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის დაგეგმილი ღონისძიებები და დაფინანსების ინსტრუმენტები, სექტორის, ბანკის და მსესხებლის მხარდაჭერისთვის.

პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკური აქტივობა, საბანკო სექტორის მხრიდან პოზიტიურად შეფასდა.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს.

მაისში იწურება 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი, რომლითაც საცალო მსესხებლის უმეტესობა სარგებლობს და ასევე კომპანიები. 17+ მლრდ -ის გადავადებული სესხების ბენეფიციართა 90% საცალო კლიენტია (წყარო სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა).

სავარაუდოდ დროებით უმუშევარ მსესხებელს, რომელიც 6 თვით 200-200 ლარით კომპენსირდება, ვალის რესტრუქტურიზაცია დასჭირდება.

თუ დამატებითი შემოსავალი აქვს ალბათ 200 ლარს სესხის დასაფარად მიმართავს. თუ არ აქვს და პენსიონრებივით წინსმწრებად გაისტუმრეს, მაშინ აგვისტო-სექტემბერში დარჩება უსახსროდ, იგივე გამოწვევის წინაშე.

₾1 200 კომპენსაციის მიმღები, ანტიკრიზიული გეგმის თანახმად, 350 000 ბენეფიციარია და ბიუჯეტი - ₾460 მლნ. მათთან ერთად ბანკის მსესხებლად და შესაბამისად შეღავათის მსურველად, ₾300 ერთჯერადი დახმარების მიმღები თვითდასაქმებულიც (ტაქსის მძღოლი, ძიძა, პედაგოგი...) მოიაზრება (ბენეფიციარების რაოდენობა დასაზუსტებელი, ბიუჯეტი - ₾75 მლნ)
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები