ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რიკოთის პირველი გვირაბი გაიჭრა
22 მაისი, 2020, 19:37
რიკოთის პირველი გვირაბი გაიჭრა
თბილისი (GBC) - რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტის ფარგლებში, ხევი-უბისას მონაკვეთზე, სოფელ ხევთან, პარასკევს (22/05) პირველი, 180-მ გვირაბი გაიჭრა, - სამუშაო პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში, რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას მონაკვეთზე სულ 12.2 კმ-იანი ცემენტო-ბეტონის 4 -ზოლიანი გზა, 37 ხიდი და 20 გვირაბი აშენდება. პროექტით გათვალისწინებული 20 გვირაბიდან 16-ზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. აქტიურად გრძელდება პროექტით გათვალისწინებული 37 ხიდიდან, 18-ის მშენებლობა.

საქართველოში ყველაზე გრძელი, 22 ბურჯიანის ხიდის (1 320 მ) 11 ბურჯზე მუშაობა მიმდინარეობს. რიკოთის უღელტეხილის პროექტი ითვალისწინებს 51.6 კმ გზას, 96 ხიდისა და 53 გვირაბის მშენებლობას, 4 სექციად, რომელიც 2022 წელს დასრულდება.

„ აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანაში სისტემური პროექტების მშენებლობა გაგრძელდეს. ყველას კარგად გვესმის, რა მნიშვნელობა აქვს პროექტს ეკონომიკისა და ქვეყნის განვითარებისთვის. აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის საქართველოს 388 კმ მონაკვეთი საქართველოს გავლით ევროპას აერთებს ჩინეთთან და ამ გზის დროულად დამთავრებას აქვს უდიდესი, სააერთაშორისო მნიშვნელობა, რადგან ეს გზა დიდ ეკონომიკურ შემოსავლებს მოუტანს რეგიონს", - განაცხადა პრემიერმა.

2019 წელს რიკოთის პროექტებზე 5 000 ადამიანი დასაქმებულის 70-80% საქართველოს მოქალაქეა.

"96 გვირაბ&53 ხიდი. ეს ნიშნავს, რომ რიკოთის მონაკვეთი ძირითადად ინჟინრული გზა იქნება, რომლის უდიდესი მნიშვნელობაა, რომ ამ პროექტის განხორციელების პირობებში, დამატებითი კომპეტენცია დარჩეს ქვეყანაში, რომ მომავალში, როდესაც მზად იქნება, მსგავსი პროექტებისთვის 2.5 მლრდ დახარჯოს,

რიკოთზე მიმდებარე სოფლის მოსახლეობის აგრარული პრიდუქტის გასაყიდი სპეციალური სივრცე მოწეყობა. მსგავსს სავაჭრო მეოდნებია დაგეგმილი სურამში, შროშასა და ზესტაფონში. ხევში საზოგადოებრივი ცენტრი აშენდება.

მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, 2 გვირაბი გაიჭრება. უბისა-შორაპნის მონაკვეთზე პროექტით გათვალისწინებულია 13 კმ სიგრძის 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის საფარიანი გზის, 18 გვირაბის და 27 ხიდის მშენებლობა.



მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები