ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.06        EUR 3.4655        GBP 3.8681        RUB 4.3263        UAH 1.1358        AZN 1.8        AMD 6.3011      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს
25 მაისი, 2020, 18:12
„ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს
თბილისი (GBC) - „ევრონიუს საქართველო“ მაუწყებლობას იწყებს. 26 მაისიდან „ევრონიუსი“ საქართველოს ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა, როგორც საცდელი მაუწყებლობა. შემდეგ ეტაპზე კი, აგვისტოს დასაწყისიდან, მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი, ქართულენოვანი „ევრონიუსი" იხილოს. „ევრონიუს საქართველო“ „ევრონიუსის“ წარმომადგენლობაა ჩვენს ქვეყანაში - ახალი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა, რომელიც ქართულენოვანი მაყურებლისთვის არის განკუთვნილი.
„ევრონიუს საქართველო“ გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, „ევრონიუსმა“, და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, „სილქნეტმა“, წარმომადგენლობა ხელშეკრულებით დააფუძნეს. საპარტნიორო ხელშეკრულების ხელმოწერას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, და ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ესწრებოდნენ.
„ევრონიუსი“ ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, ეს „ევრონიუს საქართველოზეც“ ვრცელდება. „ევრონიუსი“ თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს „ევრონიუს საქართველოს“ და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება. თავის მხრივ, „ევრონიუსიც“ ისარგებლებს მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ მომზადებული მასალებით იმ რეგიონიდან, რომლის მიმართაც სულ უფრო მეტად იზრდება ინტერესი.
„ევრონიუსის“ მიზანია, განსხვავებული მოსაზრებები სრული მიუკერძოებლობით მიაწოდოს აუდიტორიას და საკუთარი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა მისცეს.
„ევრონიუს საქართველოც“ იმავე ღირებულებებს ეფუძნება: სარედაქციო დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.

„ევრონიუსის“ სტრატეგიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ, მსოფლიოში პირველი „გლობალურ-ლოკალური მედია“ გახდეს, კომპანიამ 18 თვის განმავლობაში სამი წარმომადგენლობა დააფუძნა. „ევრონიუს საქართველო“ მესამეა, „ევრონიუს ალბანეთისა“ და „ევრონიუს სერბეთის“ შემდეგ. „ევრონიუს ალბანეთმა“ მაუწყებლობა 2019 წლის ნოემბერში დაიწყო.

“ევრონიუსი“ ევროპის ყველაზე რეიტინგული ახალი ამბების არხია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდი მთელ კონტინენტზე.

მსოფლიოს მასშტაბით, „ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს და მას თითქმის 400 მილიონი ოჯახი უყურებს, აქედან 67% ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთზე მოდის. გლობალური ვებინდექსის (Global Web Index) 2019 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, არხი ყოველთვიურად 150 მილიონ ადამიანს აწვდის ინფორმაციას როგორც სატელევიზიო, ასევე ციფრული პლატფორმების მეშვეობით.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები