ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0624        EUR 3.4593        GBP 3.8617        RUB 4.3016        UAH 1.1359        AZN 1.8014        AMD 6.3256      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საინვესტიციო ფონდების კანონპროექტი საჯაროდ განიხილეს
5 ივნისი, 2020, 19:08
საინვესტიციო ფონდების კანონპროექტი საჯაროდ განიხილეს
თბილისი (GBC) - ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, "საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონპროექტის ონლაინ განხილვა მოეწყო. შეხვედრის მთავარი მიზანი საკომიტეტო მოსმენამდე დაინტერესებულ მხარეთა აქტიური ჩართულობით კანონპროექტის საჯარო განხილვა იყო, რომელშიც კანონმდებლებთან ერთად, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში საინვესტიციო ფონდების მნიშვნელობაზე საუბრისას ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა საჯარო განხილვით ანგარიშვალდებულ კანონშემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობაზე განაცხადა. პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ გამჭვირვალე პროცესი ეფექტური საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას უზრუნველყოფს.

კანონპროექტის მიზანია საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, შესაბამისი წესების დადგენა და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა. ის ადგენს ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივ საფუძვლებხ.

კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებზე, ასევე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.

სამომავლოდ კანონმა უნდა უზრუნველყოს საქართველოში ისეთი მიმზიდველი გარემო, რომ საინვესტიციო ფონდებმა რეგისტრაციისთვის ჩვენი ქვეყანა აირჩიონ და აქედან იოპერირონ სხვა ბაზრებზე.

კანონპროექტი კაპიტალის ბაზრის "კეთილმოწყობის" ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. რაც სებ-ის ინტერესშიცაა, რადგან ამის გარეშე, ფინანსური სტაბილურობის მანდატის შესრულება უფრო და უფრო გართულდება.

კაპიტალის ბაზრის განვითარებამ საფინანსო ბაზარზე საბანკოს ალტერნატიული პროდუქტები უნდა გააჩინოს.




მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები