ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.06        EUR 3.4655        GBP 3.8681        RUB 4.3263        UAH 1.1358        AZN 1.8        AMD 6.3011      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანაკლიის პორტს ახალი ტენდერისთვის ამზადებენ
5 ივნისი, 2020, 21:53
ანაკლიის პორტს ახალი ტენდერისთვის ამზადებენ
თბილისი (GBC) -მთელი ამ წლების მანძილზე ჩვენი ქმედებით, ჩვენი ცვლილებებით, ჩვენი დამოკიდებულებით თუნდაც წინა ინვესტორთან, იმას ვავლენდით, რომ ყველანაირად მხარს ვუჭერთ ამ პროექტს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მედიასთან კომენტარისას განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, დღესაც მიდის მზადება ახალი ტენდერისთვის, რომელსაც გარკვეული დრო სჭირდება. ნათია თურნავას თქმით, ამ მიზნით მუშაობა გრძელდება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან, მიდის კონსულტაციები, რომ სწორ დროს მოხდეს ამ ტენდერის გამოცხადება.

„ ანაკლიის პორტი არის სტრატეგიული პროექტი და ის აუცილებლად განხორციელდება. სამწუხაროა, რომ ამდენი წელი დაგვიანდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ფოთი პორტი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ძირითადად კერძო კაპიტალით ხორციელდება.
„დასაფასებელია, რომ დღესდღეობით, როდესაც გლობალური კრიზისია, ინვესტორებმა არ შეცვალეს თავისი დამოკიდებულება ასეთი მსხვილი პროექტის მიმართ და ჩვეულებრივად გრძელდება მისი განხორციელება. ეს პროექტი დაასაქმებს უამრავ ადამიანს და განხორციელდება ისევე, როგორც ბევრი სხვა ინფრასტრეუქტურული პროექტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
სპონსორები