ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0758        EUR 3.6356        GBP 4.0262        RUB 4.1811        UAH 1.1127        AZN 1.8093        AMD 6.3313      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აზრზე მოვიდეთ და ცვლილებები გავიხმოთ, დაჩქარებულად
10 ივლისი, 2020, 16:50
აზრზე მოვიდეთ და ცვლილებები გავიხმოთ, დაჩქარებულად
თბილისი (GBC) - ბაზრისთვის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არგუმენტები, რომ სანქცირებულ კომპანიის მმართველობაში კომისიის დროებითი შესვლა მომხმარებლის დაცვას ემსახურება, არასაკმარისი აღმოჩნდა.

ელექტონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფრო დააეჭვა, რადგან კახა ბექაურმა ვერ დაარწმუნა, რომ კერძო მესაკუთრის უფლება დაცული იქნება და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია კომპანიას დამსახურებულად მიენიჭება და რომ წილს დაუმსახურებლად არ გაუყიდიან.

ცვლილებებით დროებითი მმართველის ინსტიტუტი შემოდის და სადაო წილის გასხვისების შესაძლებლობა ჩნდება. ბაზრის მონაწილენი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები მხოლოდ კავკასუს ონლაინის ქეისზე არაა მორგებული, რომლის წილი კომისიის თანხმობის გარეშეა გასხვისებული. მარეგულირებელი გასხვისებამდე პერიოდის სტრუქტურის აღდგენა ითხოვს, მაგრამ აღსრულება ვერც ამ და ვერც სანქცირების ნაწილში ხერხდება.

საკომიტეტო განხილვაზე მაგთიკომის დამფუძნებელმა, მისმა მინორიტარმა და კომისიის თავმჯდომარემ ბევრ საკითხზე იდავეს, მათ შორის კაბელების რაოდენობაზე. "აზრზე რომელი არ იყო",ჯოხთაბერიძე თუ ბექაური, დანარჩენებმა ვერ დაადგინეს.

შემდეგ ლევან კობერიძემ ჩათვალა რომ ყველა აზრზე იყო მოსასვლელი. "აზრზე უნდა მოვიდეთ, კანონი ჩვენ უნდა მივიღოთ. კანონპროექტი ჯერ დაჩქარებული წესით უკან გავიხმოთ", - დეპუტატმა მთავარ ლაფსუსზე აღნიშნა, რომ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დეფინიცია არ არსებობს, რომლის მიხედვითაც უნდა კვალიფიცირდეს კომისიის დროებითი სამართავი კომპანია. ჯერ კრიტიკული ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი კანონია მისაღები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები