ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3115        EUR 4.0304        GBP 4.454        RUB 4.4551        UAH 1.1705        AZN 1.9479        AMD 6.4836      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GR -ი გამცილებლებს ინგლისურ ენაში ამზადებს
14 ივლისი, 2020, 12:30
GR -ი გამცილებლებს ინგლისურ ენაში ამზადებს

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის სამგზავრო ფილიალის თანამშრომლები ინგლისური ენის კურსებს გაივლიან. საუბარია იმ თანამშრომლებზე, რომლებსაც მგზავრებთან პირისპირ კომუნიკაცია  აქვთ.


გადამზადების კურსები სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯში უკვე დაიწყო. რკინიგზის თანამშრომლები გაკვეთილებს კვირაში ორჯერ დაესწრებიან. გადამზადების კურსი ორი თვე გაგრძელდება.


,,სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი ორიენტირებულია რკინიგზის საჭიროებებზე, შესაბამისად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარდა, რომლითაც პირს კვალიფიკაცია ენიჭება, კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს. ეს არ არის ჩვენთვის გადამზადების კურსების პირველი შემთხვევა, ამ მიმართულებით კარგი გამოცდილება გვაქვს. ვფიქრობ, ინგლისური ენის გადამზადების კურსი ყველა შემთხვევაში ეფექტური იქნება, რადგან თითოეული დეტალი წინასწარ არის განსაზღვრული. იმედი გვაქვს, რომ ეს კურსიც სრული წარმატებით ჩაივლის.“ - აცხადებს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის დირექტორი, მანანა მოისწრაფიშვილი.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   
სპონსორები