ოქრო NYMEX(უნც.) 1.303.95 +0.68% |
პლატინა (უნც.) 835.85 +1.12% |
ვერცხლი (უნც.) 15.383 +1.40% |
პალადიუმი NYMEX 1.523.60 +0.59% |
ნიკელი (ტონა) 12.987.5 +0.62% |
ალუმინი (ტონა) 1.908.5 +0.33% |
ნავთობი (Brent) 66.98 -0.37% |
გაზი(NYMEX) 2.830 -0.91% |
შაქარი LIFFE (ტონა) 12.40 -0.16% |
ყავა(Robusta), USD (ტონა) 96.97 -0.19% |
ხორბალი (ტონა) 451.38 -0.14% |







ექსკლუზივი
ოფიციალური კურსები
კომპანიის სიახლეები
USD | 3.3043 |
EUR | 4.0147 |
GBP | 4.5223 |
TRY | 0.4473 |
სპონსორები
მთავარი მოვლენები
<< უკან
მსგავსი სტატიები
შაგიძე - ცვლილებების დროა
მარიამ მინაძე
15 ივლისი, 2020, 21:02

თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის CFO და CEO-ს მოადგილე, გიორგი შაგიძემ წლის ბოლოდან ჯგუფის დატოვებაზე შეატყობინა.
შაგიძე GBC-სთან აცხადებს, რომ ბევრი პროექტების მიუხედავად 10 წელია ამ პოზიციაზე არის და ჯგუფის დატოვების გადაწყვეტილებაც ცვლილების გამო მიიღო.
“მაქვს ბევრი პროექტი და ბევრ თემაზე ვფიქრობ, თუმცა, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, არ გამოვრიცხავ არც სფეროს და არც სამუშაო ადგილის ცვლილებას”, - აცხადებს შაგიძე და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებას წლის ბოლომდე, სწორი გადაბარების შემდეგ მიიღებს და შესაბამისად გადავა ახალ პროექტებზე.
ბანკირი თიბისის დიდ წარმატებებს უსურვებს, თუმცა ჯერ არ ემშვიდობება, მუშაობას კვლავ აქტიურად და ჩვეულებრივ განაგრძობს.
TBC-ში საკუთარი პოზიციის დატოვების შემდეგ, ის აქციონერად დარჩენას კვლავ აპირებს.
როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, შაგიძე ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებასაც მიმოიხილავს და აცხადებს, რომ სავსებით შესაძლებელია მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა 5%-ს მიუახლოვდეს.
აღნიშნავს, რომ Covid19-ით დაავადებულთა რიცხვები ძალიან საამაყოა, ძალიან ცოტა ხალხია ინფიცირებული და სამწუხარო შემთხვევებიც ცოტაა, თუმცა ტურიზმზე დამოკიდებულებამ სამწუხაროდ ძალიან დაარტყა ქვეყანას, რისი გამორიცხვაც წინასწარ ალბათ რთული იქნებოდა. ხოლო, ამ პირობებში კი მოკლე ვადიან პერიოდში საერთაშორისო დახმარების და სესხების მობილიზება სწორია და უნდა გაგრძელდეს აქტიურად.
შაგიძის თქმით, ამ პირობებში ქართული კომპანიებისთვის ახალი შესაძლებლობები ჩნდება და უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად TBC-მ დისტანციურად უზბეკეთში ბანკი გახსნა, ანუ საზღვრის შეზღუდვები ძალიან იკლებს.
მისივე განცხადებით კი, იმპორტის ჩანაცვლება ბევრ პროდუქტზე და ექსპორტი ევროპაში არის მომენტუმი ორივესთვის, როგორც მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, ასევე სხვა ბიზნესებისთვის. რაც მთავარია პროფესიული სერვისის ნაწილში საერთოდ ხდება საზღვრების წაშლა და შესაბამისად, ამ კომპანიებს უფრო მეტიც შეუძლიათ
ზაფხული იქნება უკეთესი - თურნავა
26 იანვარი, 2021, 19:45
ოპოზიცია ჭორებს პასუხობს
26 იანვარი, 2021, 16:12
მტკნარი წყლის აკვაკულტურის ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა იწყება
26 იანვარი, 2021, 15:40