ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0739        EUR 3.6398        GBP 4.0336        RUB 4.2064        UAH 1.1107        AZN 1.8082        AMD 6.3261      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
რა ეზღუდება ციფრულ ბანკს
29 ივლისი, 2020, 20:24
რა ეზღუდება ციფრულ ბანკს
ბილისი (GBC) - ციფრულ საბანკო ბაზარზე ოპერირებით რამდენიმე საფინანსო ჯგუფი იყო დაინტერესებული, მათ შორის გერმანული, თუმცა როგორც სებ-ში განაცხადეს, ჯერ პოტენციური ლიცენზიანტის არცერთი განაცხადია შესული. გერმანელებმა ფიცრული ბანკის ლიცენზირების ჩარჩოს გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე გამოთქვეს ინტერესი და სავარაუდოდ უკვე გაუნელდათ, რადგან საქმიანობის გეგმები შეცვალეს.

სებ-ის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოთარ გორგოძის განცხადებით, საზედამხედველო ჩარჩო მხოლოდ ლიცებზირების პროცედურას არ ითვალისწინებს, სებ-ი ეკოსისტემის გამართვაში ლიცენზიანტთან თანამშრომლობის მზაობას გამოთქვამს. სებ-ის მიდგომა ნეობანკინგთან, ბანკინგისგან განსხვავებულია. საბანკო ლიცენზიაში თუ ყველა მიმართულება გაწერილია და სრულად შეუსრულებლობისთვის 6 თვის შემდეგ ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებს. ლიცენზიანტ ნეობანკინგს საქმიანობა არ შეუჩერდება და პროდუქტების თუ სერვისების გატესტვისთვის 2 წლიანი პერიოდი მიეცემა. სრულფასოვანი საქმიანობას კი 4-5 წლის შემდეგ შეძლებს. პირველი ქართული ნეობანკი სფეისი (TBC-ის ქვებრენდი) 2018 წლის მაისში გაეშვა.

ციფრულ ბანკს სებ-ი პრუდენციულ მოთხოვნებს, ლიკვიდობის და კაპიტალის ნაწილში უმსუბუქებს, მომხმარებლის ნაწილში კი უზღუდავს. ციფრული ბანკის დეპოზიტების პორტფელში დაზღვევით განსაზღვრულ მოცულობაზე მეტი ანაბარი არ უნდა იყოს, კლიენტი კი მხოლოდ რეზიდენტი.

ციფრული ბანკის ლიცენზირებაზე სებ-მა ორშაბათს განაცხადა. ლიცენზიის საფასური სტანდარტული საბანკოს ანალოგიური - ₾ 200 000


საფინანსო ბაზრის სატარიფო სქემა

სექტორი

მოსაკრებელი

  ₾

ბანკი

 200 000

მ/ორგანიზაცია

  50 000

საფონდო ბირჟა

  20 000

ს/კავშირი

  10 000

აგენტი

   5 000

სავალუტო პუნქტი

   3 000

სადაზღვევო

      500

(სადაზღვევო ბაზარი სებ-ის ზედამხედველობაში არ შედის)

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები