ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0739        EUR 3.6398        GBP 4.0336        RUB 4.2064        UAH 1.1107        AZN 1.8082        AMD 6.3261      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
უწერამდე 4 სოფელს საავტომობილო მოძრაობა აღუდგა
31 ივლისი, 2020, 14:33
უწერამდე 4 სოფელს საავტომობილო მოძრაობა აღუდგა

თბილისი (GBC) - რაჭაში სტიქიის შედეგად  ორი დაზიანებული მონაკვეთისათვის უკვე მოწყობილია შემოვლითი გზები, რამაც მისცა მძიმე ტექნიკას გადასულიყო შემდეგი დაზიებული მონაკვეთებისკენ. 


დღეს უკვე 10 იდენტიფიცირებულ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს, როგორც შემოვლითი გზების მოწყობა, ასევე ნაპირდაცვა, ხიდებთან მისასვლების მოწყობა და შესაბამისი ქვაყრილით ვაკისი მოწყობა, იმისათვის რომ ყველაზე გამომწვევ 127-ე კილომეტრზე რომ მოხდეს განვლადობის აღდგენა. ჩატარებული სამუშაოების შედეგათ უკვე 4 სოფელს ონიდან უწერამდე აღუდგა განვლადობა.


„მთლიანობაში სტიქია ძალიან მასშტაბურია, რეალურად 2კმ-ზე მეტი არის ის ჩაწყვეტილი მონაკვეთების ჯამური სიგრზე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს სრული ფრონტის სამუშაოების წარმართვას, ვინაიდან კონკრეტული მონაკვეთების გადალახვის შემდეგ ვახერხებთ გადასვლას. 15 ლოკაციიდან 10-ზე მიმდინარეობს სამუშაოები სადაც ფიზიკურად მისვლა არის შესაძლებელიდა როდესაც 127-ე კმ აღდგება იმის იქეთ არის კიდევ დაახლოებით 5 მონაკვეტი ასევე ძალიან მწვავე და გაგრძელდება ამ მონაკვეთებზე სამუშაოები“- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ


საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები : საპროექტო ჯგუფი, მეგზევეები და მეხიდეები სტიიქიის ზონაში  არიან   მობილიზებულები და მუშაობენ როგორც  საპროექტო გადაწყვეტილებებზე, ისე  შემდგომი პრევენციის და გზების აღდგენის  გეგმაზე.


სპეციალისტები ასევე  ადგილზე უწევენ კოორდინაციას სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტუქტურის აღდგენით სამუშაოებს და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის აუცილებელ ღონისძიებებს, რათა უმოკლეს ვადებში  აუცილებელი სამუშაოები და აღდგეს დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები