ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ოფიციალური სტატისტიკა << უკან
საქართველო მხოლოდ ჯიბუტს უსწრებს, აგროსექტორში დასაქმებით
7 აგვისტო, 2020, 12:23
საქართველო მხოლოდ ჯიბუტს უსწრებს, აგროსექტორში დასაქმებით
თბილისი (GBC) - საქართველოს მოსახლეობის 1/2 თვითდასაქმებულია.ოფიციალური სამუშაო კი 846 000 მოქალაქეს აქვს.

საქსტატის მონაცემებით (ბოლო აღწერა 2014 წელს) საქართველოს მოსახლეობა 3.7 მლნ -ია (2020 -ის მდგომარეობით) 1,9 მლნ. - ეკონომიკურად აქტიური ასაკისაა, ანუ, საქსტატის კლასიფიკაციით, სამუშაო ძალაა.დასაქმებულია 1,7 მლნ. ადამიანი, შესაბამისად, უმუშევარი - 225 000.

თვითდასაქმებულთა წილი (50%) 7-ჯერ ნაკლებია აშშ-ში -7%; ნორვეგიაში - 8,5%, გერმანიაში 12%, პოლონეთში 24%.

თვითდეასაქმებულთა სიმრავლით, ევროკავშირის ქვეყნებს გამონაკლისიაქ საბერძნეთი - -36%.

რაც უფრო ღარიბია ქვეყანა - მით უფრო მაღალია თვითდასაქმების მაჩვენებელი - მაგალითად, კენიაში ის 60%-ს, ბანგლადეშში 70%-ს, ინდოეთში კი - 75%-ს შეადგენს.
საქართველოსთან მიახლოებული შედეგები ისეთ ქვეყნებშია, როგორც თურქეთი (43%), და ჩინეთი (51%).

თუმცა, ეს არ არის სრული მაჩვენებელი, რადგანაც საქართველოში თვითდასაქმების სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსხვავდება, და მთავარი პრობლემა სწორედ ესაა - ჩვენთან სოფლის მეურნეობაში 644 000 ადამიანი მუშაობს, ანუ, თვითდასაქმებულთა უმრავლესობა, და დასაქმებულთა თითქმის 40% - ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რომელიც ქვეყნის სუსტ განვითარებაზე მეტყველებს.

მოწინავე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი შეუდარებლად უფრო დაბალია - ბელგიაში 0,9%, ბრიტანეთში 1,2%, საბერძნეთში 11%, თურქეთში 18%.

საქართველო ამ მაჩვენებლით ყველა უშუალო მეზობელსაც ჩამორჩება - აზერბაიჯანს (36%), სომხეთს (33%), და რუსეთს (5%).

პოსტსაბჭოთა სივრცეზე საქართველოზე (40%) უარესი მონაცემები მხოლოდ ტაჯიკეთს აქვს - 44%.

საქართველოზე ბევრად უფრო ღარიბ ყირგიზეთშიც კი სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 26%.

საქართველოზე მძიმეა ვითარებაა უკიდურესად ჩამორჩენილ ქვეყნებში, მათ შორის მიანმა (49%), ავღანეთი (42%), ნეპალი (69%), ჯიბუტი (49%).

აღსანიშნავია, რომ სოფლად დასაქმება საქართველოზე ბევრად დაბალი არა მხოლოდ მდიდარ, არამედ საშუალო და საშუალოზე ღარიბ ქვეყნებშიც კი არის - არგენტინა (0,6%), ბოლივია (30%), პარაგვაი (19,7%), მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი საქონლის ხორცის ექსპორტში - ურუგვაი (8%), სირია (10%), ტუნისი (13%), ლიბია (7%), და ლიბანი (11%).

საბოლოო ჯამში არაკვალიფიცირებული და არაეფექტური შრომით სოფლის მეურნეობაში დასაქმების კუთხით, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პოზიცია უჭირავს, რაც ქვეყნის ღრმა ჩამორჩენილობის მხოლოდ ერთი, თუმცა, უტყუარი ნიშანია.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები