ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.214        EUR 3.8057        GBP 4.1711        RUB 4.2817        UAH 1.1431        AZN 1.8919        AMD 6.6148      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
კონკურენციის სააგენტო ბიზნესისგან გამოთხოვილი ინფორმაციის კონფიდენციალობას იცავს
7 აგვისტო, 2020, 13:08
კონკურენციის სააგენტო ბიზნესისგან გამოთხოვილი ინფორმაციის კონფიდენციალობას იცავს
თბილისი (GBC) - ირაკლი ლექვინაძე - კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი

"ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით და პროცედურული სამართლიანობის წესების უზრუნველსაყოფად, კონკურენციის სააგენტო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას. საქართველოს კონკურენციის სააგენტო, მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა და ამუშავებს კომერციულად სენსიტიურ ინფორმაციას. კონკურენციის-სამართლებრივი წარმოება წარმოადგენს პროცესს, სადაც ხდება ბაზრის სტრუქტურის დეტალური ანალიზი, ეკონომიკური აგენტების წილების განსაზღვრა, მათი დანახარჯების იდენტიფიცირება და ა.შ. ასევე, გასათვალისწინებელია, ეკონომიკურ აგენტებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატები, რომელიც სამართლებრივად რისკის მატარებელია. მხარეებისგან, დაინტერესებული პირებისგან, მომართვის თუ შეხვედრების დროს ხშირად ისმება შეკითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. უნდა ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა საკანონმდებლო დონეზე და მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. კონფიდენციალური პოლიტიკის დაცვა, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში, ყველა მხარისათვის მნიშვნელოვანია და მომზადებული გზამკვლევი დოკუმენტის მიზანია - ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს“ - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე.

დოკუმენტში დეტალურად არის წარმოდგენილი კონფიდენციალური ინფორმაციის თითოეული ფორმატი -კომერციული საიდუმლოება და ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნევის პროცედურა; პერსონალური მონაცემები, პროფესიული საიდუმლოება, სახელმწიფო საიდუმლოება და საგადასახადო საიდუმლოება. ასევე, საიდუმლო ინფორმაციის და მხარეთა ინტერესების დაცვის მეთოდი კონკურენციის-სამართლებრივი წარმოების პროცესში; საიდუმლო ინფორმაციის სხვა სახეები, რომელთა დაცვაც სავალდებულოა კონკურენციის-სამართლებრივ წარმოებაში.

კონკურენციის სააგენტოს მიერ, საქმის მოკვლევის განხორციელების პროცესში, მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროა, გარდა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალური ინფორმაციისა და 10 სამუშაო დღის ვადაში უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი - მუხლი 20. ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა
1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები