ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2295        EUR 3.805        GBP 4.1502        RUB 4.2349        UAH 1.1442        AZN 1.901        AMD 6.6544      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, „თემობა 2020" გაიმართა
10 აგვისტო, 2020, 18:36
ჭიათურაში, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, „თემობა 2020 გაიმართა

თბილისი (GBC) - ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანაში უძველესი საერთო სახალხო დღესასწაულითემობა 2020“ გაიმართა. აღნიშნული ღონისძიებაჯორჯიან მანგანეზისმხარდაჭერით, უკვე მე-7 წელია რაც იმართება

ღონისძიება სათემოს მიმდებარე ტერიტორიაზე დოღში შეჯიბრით დაიწყო, სოფელ ტყემლოვანაში საცირკო წარმოდგენით გაგრძელდა და დღის ბოლოს გალა-კონცერტით დასრულდა

თემობისდამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, დოღში სამი გამარჯვებული გამოვლინდა, პირველი ადგილი ვაჟა მაჭარაშვილს ერგო (500 ლარი), მეორე ადგილი - ირაკლი ბოყოველი (300 ლარი), მესამე - ოთარ ჩიტაძე (200 ლარი). 

გალა-კონცერტი ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით გაიმართა. მაყურებლების წინაშე წარსდგნენ ირმა სოხაძე, დავით არჩვაძე, კვარტეტიჭიათურა“, ბექა წულაია და ანსამბლიიბერია“, პაატა თედიაშვილი, მაკა ქაჯაია და სხვა ცნობილი მომღერლები

ღონისძიების დასკვნით ნაწილში, ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ დოღში გამარჯვებულებს საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა

საღამოზე არაერთხელ აღინიშნა, რომ თემობის დღესასწაულის აღდგენაში დიდი წვლილიჯორჯიან მანგანეზსმიუძღვის, რომელმაც თემობის უძველესი ტრადიცია აღდგინა და დაამკვიდრა

გალა-კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.  

თემობისისტორიიდან: ჭიათურაში უძველესი სახალხო დღესასწაული თემობამე-19 საუკუნიდან აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, დღესასწაულზე როგორც ჭიათურის, ისე სხვა რაიონების თავკაცები იკრიბებოდნენ და თავს სხვადასხვა სანახაობით იქცევდნენ, მათ შორის: დოღით, ჭიდაობით, მკლავჭიდით. 

აქვე წყდებოდა რაიონის და მისი სოფლების უმნიშვნელოვანესი საკითხები, რაც მმართველობას და მასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა, საფუძველი ედებოდა ახალი ურთიერთობების დამყარებას და სხვა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დღესასწაული მივიწყებას მიეცა, მაგრამ 2013 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, ასევე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების დახმარებით აღდგა და ის ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.



 





მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები