ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2295        EUR 3.805        GBP 4.1502        RUB 4.2349        UAH 1.1442        AZN 1.901        AMD 6.6544      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
GPI Holding ახალ სტრატეგიაზე მუშაობს
12 აგვისტო, 2020, 11:02
GPI Holding ახალ სტრატეგიაზე მუშაობს

თბილისი (GBC) - კრიზისი შესაძლოა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც გამოწვევა, არამედ განახლების და წინსვლის შანსი - განაცხადა სადაზღვევო კომპანია GPI Holding -ის მარკეტინგული კომუნიკაციების განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ სტამბოლიშვილმა.

„ამ ეტაპზე სადაზღვევო ბაზრის მე-2 კვარტლის ოფიციალური სტატისტიკა არ გამოქვეყნებულა, ამიტომაც კონკრეტულ ციფრებზე საუბარი ძნელია. თუმცა, ცალსახაა, რომ პანდემიის გამო დანაკარგები იქნება. სავარაუდოდ, კლება წლის ბოლომდე გაგრძელდება- მიიჩნევს ის.

განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში მცირე კომპანიები აღმოჩნდნენ, ასევე შესამჩნევია ვარდნა ისეთ სეგმენტებში, როგორც ავტოტრანსპორტის და ქონების დაზღვევა. შედარებით სტაბილურია სიტუაცია სამედიცინო დაზღვევის კუთხით, რადგანაც ამ სერვისი შენარჩუნებას ყველა ცდილობს.

„მაგრამ ამ დარგშიც გვაქვს დანაკარგები  - განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიების კორპორაციული დაზღვევის მხრივ, ასევე ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში. ძნელი სათქმელია როგორი იქნება სადაზღვევო ბაზრის მდგომარეობა წლის ბოლოსთვის. მცირე კომპანიებს რა თქმა უნდა, უფრო გაუჭირდებათ,  თუმცა, მომავალს მაინც ოპტიმისტურად ვუყურებთ“  - ამბობს თინა სტამბოლიშვილი.

მისი თქმით, არსებული მდგომარეობა არის მასშტაბური ტრანსფორმაციისთვის ყველაზე შესაფერისი დრო, და GPI Holding სირთულეების დაძლევას ახალი სტრატეგიით გეგმავს.

„ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი პორტფელის შენარჩუნებას და დისტანციური სერვისების გაძლიერება - ეს მიმართულება ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა, და ციფრული განვითარების დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ასი ათასობით დაზღვეული შეუფერხებლად იღებდა მომსახურებას ლოკდაუნის პერიოდშიც კი - განაცხადა კომპანის მენეჯერმა.

GPI Holding ამ ეტაპზე უცხოელ კონსულტანტებთან ერთად მუშაობს ახალ კონცეფციაზე, რომელიც მართვის თანამედროვე, თანამშრომლების ნდობაზე დამყარებული სისტემის შექმნას გულისხმობს.

ცვლილებები კომპანიის სწრაფ ზრდას და განვითარებას შეუწყობს ხელს,  თანამშრომლებს კი საშუალებას მისცემს თავისუფალი და მოქნილი გრაფიკით იმუშაონ მათთვის სასურველი ნებისმიერი ადგილიდან. ტრანსფორმაციის პროცესში კომპანია გეგმავს კიდევ უფრო გააძლიეროს და დახვეწოს ციფრული არხები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე გარეთ.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, კომპანიის 750 თანამშრომელი სახლიდან  მუშაობს. გამართული ციფრული პლატფორმების საშუალებით კი კომპანიამ 300 000-ზე მეტი ოპერაცია დისტანციურად განახორციელა.

GPI Holding ქართული სადაზღვევო ბაზრის  ლიდერია სააქციო კაპიტალის ოდენობით - 32.03 მლნ (Q1/2020 -ის მდგომარეობით).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    
სპონსორები