ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
პეკინის აეროპორტი გაიღო მაგრამ ჩვენთვის არა
4 სექტემბერი, 2020, 11:09
პეკინის აეროპორტი გაიღო მაგრამ ჩვენთვის არა

თბილისი (GBC) - პეკინის აეროპორტმა, 6–თვიანი პაუზის შემდეგ, ხუთშაბათიდან, 3 სექტემბრიდან რამდენიმე ქვეყნიდან ავიარეისების მიღება განაახლა. ჩინეთის დედაქალაქში ჩაფრენას თვითმფრინავები, თავდაპირველად, 8 ქვეყნიდან შეძლებენ, რომლებშიც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი შედარებით დაბალია. ამ ქვეყნების სიაში საქართველო არ არის.

ევროპიდან პეკინის მიმართულებით ფრენებს შეძლებენ თვითმფრინავები ავსტრიიდან, დანიიდან, შვედეთიდან და საბერძნეთიდან. პეკინმა ავიარეისების ნებართვა გასცა ასევე ტაილანტისთვის, კამბოჯისთვის, პაკისტანისა და კანადისთვის. პეკინის საქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ყველა მგზავრი უშუალოდ ამ ქვეყნების მოქალაქეები უნდა იყოს.

ამ რვა ქვეყნის მოქალაქეებს პეკინში ჩაფრენის შემდეგ ცენტრალურ ბაზაზე მოუწევთ სავალდებულო კარანტინის გავლა, ხოლო შემდეგ 7 დღის განმავლობაში სახლში თვითიზოლაციაში უნდა დარჩნენ.

თავდაპირველად პეკინის აეროპორთი თითო ქვეყნიდან მხოლოდ 5 თვითმფრინავსა და მაქსიმუმ 500 მგზავრს მიიღებს.

პეკინის აეროპორტმა საერთაშორისო რეისების მიღება 23 მარტს შეწყვიტა. მანამდე ჩინეთი აშშ–სა და სხვა ქვეყნებს იმის გამო აკრიტიკებდა, რომ პანდემიის გამო ჩინელ მგზავრებს შეზღუდვები დაუწესეს, თუმცა მარტის ბოლოს თავადაც მოუწიათ უცხოელებისთვის საზღვრების ჩაკეტვა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები