ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
რა უჯდება რუსეთს მეზობლების ომი
29 სექტემბერი, 2020, 14:07
რა უჯდება რუსეთს მეზობლების ომი

თბილისი (GBC) - რა დაუჯდება რუსეთსა და სხვა მეზობლებს სომხეთ–აზერბაიჯანის ომი

სომხეთ–აზერბაიჯანის გაყინული კონფლიქტის ცხელ ფაზაში გადასვლა, შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანახარჯების მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდეს. თუ კონფლიქტს სწრაფად ვერ შეაჩერებენ, ამ შემთხვევაში რუსეთის ისედაც ხარჯიან პოლიტიკურ–ძალისმიერ დაპირისპირებას თურქეთთან სირიასა და ლიბიაში, მთიან ყარაბაღში სომხეთის ძვირადღირებული ომიც დაემატება.

სომხეთ–აზერბაიჯანს შორის ახალი ომი წინა დაპირისპირებისგან პრინციპულად იმით განსხვავდება, რომ მხარეებს აღარ სურთ სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმოება. ეს კი საერთოდ არასასურვევლ ტვირთად დააწვება რუსეთის ბიუჯეტს, მითუმეტეს, ასეთ ეკონომიკურ ვითარებაში. ამის შესახებ რუსული „ნეზავისიმაია გაზეტას“ ეკონომიკის განყოფილების ხელმძღვანელი მიხაილ სერგეევი წერს.

მისი თქმით, ამ ბოლო პერიოდამდე რუსეთი საკმაოდ კარგ შემოსავალს იღებდა როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის იარაღის მიწოდებით. ამ ფონზე მშვიდობისმყოფელის ფუნქციასაც კი ინარჩუნებდა და კარგ ურთიერთობებში იყო როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან.

რუსეთის ტრადიციული ტაქტიკა

სტოკჰოლმის მსოფლიო პრობლემების შემსწავლელი ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ იმპორტირებული მცლიანი შეიარაღების 22%–ს რუსული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა შეადგენს. რაც შეეხება სომხეთს, ქვეყანა ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ რუსულ შეიარაღებას ყიდულობს. რუსეთის მიერ სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის შეიარაღების მიწოდების ყოველწლიური მოცულობა ფულად გამოსახულებაში დაახლოებით $100 მლნ–ს შეადგენს.

ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი მხარეებს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ მცირე შეტაკებებით შემოიფარგლებოდა, მხარეებისთვის რუსული იარაღის მიწოდება შედარებით უსაფრთხოდ გამოიყურებოდა. დღეს ვითარება პრინციპულად განსხვავებულია. ანქარა და ბაქოუარს ამბობენ სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე და საომარი მოქმედებების მთავარ მიზნად მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნებას ასახელებენ.

ასეთ პირობებში რუსეთს უკვე ვეღარ ძალუძს არბიტრის სკამზე ჯდომა. თურქეთის პირდაპირი და ღია მზარდაჭერა აზერბაიჯანისადმი რუსეთს საპირისპირო მიმართულებით უბიძგებს. და თუ ერევანი და მოსკოვი არ დაეთანხმებიან თურქულ–აზერბაიჯანულ გამარჯვებას, მაშინ კრემლს მოუწევს ამათუიმ ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება.

ომი იაფი არ ღირს

რუსეთი უკვე არის ჩართული თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში სირიასა და ლიბიაში. სირიაში რუსი სამხედროების ყოფნა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 50-დან 70 მლრდ რუბლამდე ($625 მლნ) უჯდება. რუსეთის მიერ ფარულად მხარდაჭერილი სამხედრო ოპერაციები ლიბიაში გაცილებით ნაკლები ჯდება, თუმცა რეალურთან მიახლოებული მოცულობების შესახებაც კი არ მოიპოვება ინფორმაცია.

რუსეთის ეკონომიკაზე დამატებითი ტვირთების გამოჩენისთანავე ჰქონდა რეაქცია სავალუტო ბაზარს: რუსეთში დოლარი 1 რებულზე მეტით გაძვირდა და 70–იან ზღურბლს გადააბიჯა 1 დოლარზე.

თურქული ლირაც ისტორიულ მინიმუმს მიუახლოვდა. ორშაბათს, შუადღისას $1 7,7943 ლირა ღირდა, წინა ვაჭრობის 7,6607 ნიშნულის ნაცვლად. „არსებობს იმის საფრთხე, რომ თურქეთი კიდევ ერთ რეგიონულ ომში აღმოჩნდება ჩათრეული“, – უთხრა სააგენტო როიტერს BlueBay Asset Management–ის ანალიტიკოსმა ტიმოთი ეშმა. ყარაბაღში მიმდინარე ომმა აზერბაიჯანისა და სომხეთის დოლარში განთავსებული ობლიგაციებიც დასცა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მასის მაილიანმა განაცხადა, რომ კონფლიქტში თურქეთის ჩარევა მთლიანად შეცვლის რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკას. პარალელურად, თურქეთის პარლამენტის სპიკერმა მუსტაფა შენტოპმა განაცხადა, რომ სომხეთი ტერორისტული სახელმწიფოა, რომელიც არა მხოლოდ აზერბაიჯანს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

ანკარა კატეგორიულია

იგივე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი ორშაბათს განაცხადა, რომ დადგა დრო, დასრულდეს კრიზისი, რომელიც სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის ოკუპაციით დაიწყო, „თურქეთი კვლავაც ყველა შესაძლო საშუალებით დაუჭერს მხარს მეგობარ და მოძმე აზერბაიჯანს“, – თქვა თურქეთის ლიდერმა. მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიების გათავისუფლება რეგიონს სტაბილურობასა და აყვავებას მოუტანს. ერდოღანმა ისიც აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვა ინიციატივა, რომელიც მხარეებს დარეგულირებას აიძულებს, არის უკანონო და უსამართლო, რაც მხოლოდ სომხეთის ინტერესებს აკმაყოფილებს, წერს სააგენტო „ანადოლუ“. თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – აშშ, რუსეთი და საფრანგეთი – თითქმის 30 წელია, ვერ ახერხებენ კონფლიქტის დარეგულირებას. პირიქით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა გაჭიანურდეს, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

წრიული ეკონომიკური დარტყმა ყარაბაღიდან

„მთიან ყარაბაღში ვითარებია გამწვავება, ეკონომიკური თვალსაზრისით, არავის აწყობს. თუ შეიარაღებული კონფლიქტის ლოკალიზება რამდენიმე დღეში მოხერხდება, მაშინ ეკონომიკური შედეგები თვალშისაცემი ვერ გახდება. მაგრამ თუ მასშტაბულრი და ხანგრძლივი ომი გაჩაღდა, ეს სერიოზული დარტყმა იქნება. საქმე ისაა, რომ რუსეთი ჯერ კიდევ სსრკ–ის დროიდან მჭიდრო ეკონომიკურ კავშირშია ორივე დაპირისპირებულ მხარესთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები რუსული პროდუქციის, მათ შორის მოწყობილობების, ლითონების, ქიმიური პროდუქციისა და სხვ. იმპორტიორები არიან. მაგრამ რიგითი რუსებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმპორტი კავკასიიდან. ამდენად, ომის გაჭიანურების შემთხვევაში სამხრეთკავკასიური იმპორტი რუსეთში მნიშვნელოვნად შემცირდება, რაც ფასებს გაზრდის და უბრალო ხალხის ჯიბეებს დაარტყამს“, – ასეთ პროგნოზს აკეთებს პეტრე პუშკარევი, რომელიც რუსული კომპანია „ტელეტრეიდის“ მთავარი ანალიტიკოსია.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტმა ისე იფეთქა, რომ შეუძლებელია „ცეცხლის ალი“ მეზობელ ქვეყნებს არ შეეხოს. სირისა და ლიბიისაგან განსხვავებით, მთიან ყარაბაღში ვითარება რუსეთისთვის პრინციპულად სხვაა. და ის ძალიან სახიფათოა. საფრთხე ისაა, რომ საბრძოლო მოქმედებები სადაო ტერიტორიიდან შესაძლოა სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე გადავიდეს. სომხეთი, რუსეთთან ერთად, კოლექტიური უსაფრთხოვების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) წევრია. ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, რუსეთი და მისი სხვა წევრები ვალდებული არიან, სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ დანარჩენ წევრებს, მათ მიმართ შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრება. თავად მთიანი ყარაბაღი არაღიარებული რესპუბლიკაა და რუსეთს მისი დაცვის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. ამასთანავე, თურქეთის ლიდერების სკაცრი რიტორიკის მიუხედავად, მათ მშვენივრად იციან, რომ ნებისმიერი ჩარევა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აგრესიის აქტად აღიქმება“, – ასე აფასებს მოვლენებს იგორ ხმელევი, რომელიც რუსეთის ეკონომიკისა და საბაჟო საქმეთა ურივერსიტეტის დოცენტია.

მისივე თქმით, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, მთავარი მშვიდობისმყოფელის როლის მორგება, მხარეების იძულება ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების პროცესში ჩართვაზე. „რუსეთის მხრიდან სომხეთის ღია მხარდაჭერა არანაირ ეკონომიკურ შეფასებაში არ ჯდება. თუ მიწოდებული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების ღირებულების დათვლა შესაძლებელია, თურქეთთან და აზერბაიჯანთან ყველა ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტა აღუწერელ ზარალს მოუტანს კრემლს. თურქეთს შეუძლია ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებიც ჩაუკეტოს რუსულ ხომალდებს და დაბლოკოს ტვირთების გადაადგილება სირიაში რუსულ სამხედრო ბაზაზე“, – ამბობს ექსპერტი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები