ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.0775        EUR 3.5268        GBP 4.226        RUB 4.0434        UAH 1.1012        AZN 1.8085        AMD 6.3953      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მინისტრებმა ავიასაწარმო გახსნეს
16 ოქტომბერი, 2020, 18:46
მინისტრებმა ავიასაწარმო გახსნეს
თბილისი (GBC) - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, საფრენი აპარატების ახალი საამწყობრო საწარმოს შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიაზე საფრენი აპარატების ახალ საამწყობრო საწარმოში თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატები ქართველი სპეციალისტების მიერ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღდგება და გარემონტდება.
3000 მ2-ზე განლაგებული საწარმო სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ და სსსტც „დელტას“ მიერ გარემონტდა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სხვა ქვეყნის საჰაერო ძალების სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდება.
„თბილავიამშენი, „დელტასთან“ ერთად 200-მდე ადამიანს ასაქმებს და აქ აღდგენილი თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს. მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, წარმოება რამდენიმე თვეში აღდგა და ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ახლა პრაქტიკულად, ძლიერი საწარმოო ბაზა გააჩნია. მნიშნელოვანია, რომ აქ ახალგაზრდა თაობაც იზრდება და საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან, რაც მათ დასაქმების რეალურ პერსპექტივას შეუქმნიას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები