ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2274        EUR 3.8267        GBP 4.2147        RUB 4.1869        UAH 1.1417        AZN 1.8985        AMD 6.5381      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
UAG-ი ავიაინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა
16 ოქტომბერი, 2020, 18:38
UAG-ი ავიაინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა

თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ COVID 19-ის შესახებ  ევროპის საავიაციო ინდუსტრიის ქარტიას შეუერთდა. ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) ქარტიის ხელმომწერები ევროპის წამყვანი აეროპორტები და ავიაკომპანიები არიან. ქარტიის მიზანია შეიქმნას სპეციალური რეგულაციები, რომელიც COVID 19 პანდემიის პირობებში ევროპაში სატრანსპორტო სფეროს უსაფრთხოდ და თანმიმდევრულად აღდგენას გულისხმობს.

ქარტიის ფარგლებში ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) საავიაციო სექტორისთვის დამატებითი ოპერატიული სახელმძღვანელო გამოსცა. COVID 19-ის საავიაციო ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროტოკოლში აისახა ის რეკომენდაციები და გაიდლაინები, რომელიც აეროპორტებმა, ავიაკომპანიებმა და ეროვნულმა საავიაციო ხელისუფლებებმა მგზავრების, ეკიპაჟისა და თანამშრომლების უსაფრთხო ოპერირებისთვის უნდა გაითვალისწინონ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მესტიისა და ამბროლაურის ადგილობრივ აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას - აეროპორტების თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

ქარტიის ხელმომწერი აეროპორტები და ავიაკომპანიები ვალდებულებას იღებენ დაიცვან COVID 19-ის პირობებში ფრენების უსაფრთხოება, ასევე უკუკავშირი მოახდინონ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსთან (EASA).

 

წყარო: https://www.easa.europa.eu/aviation-industry-charter-covid-19?fbclid=IwAR3kx3JUiJiK0wDnLhT_R_pY7g73Xqeu-58o0_DRGTzdje_6O4aE7pAXwrQ

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 
სპონსორები