ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 2.9036        EUR 3.0738        GBP 3.624        RUB 4.7604        UAH 0.9876        AZN 1.7113        AMD 6.3493      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
აზიური ინდექსები ფასს კარგავენ
20 ოქტომბერი, 2020, 12:19
აზიური ინდექსები ფასს კარგავენ

თბილისი (GBC) - აზიაწყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნების ინდექსები სამშაბათის ვაჭრობაზე, უმეტესად, წითელ ზონაში არიან. რითაც ამერიკული ბირჟების გუშინდელ გაუარესებულ მონაცემებზე რეაგირებენ. თავის მხრივ, აშშის ინდექსები 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებისა და ეკონომიკის მასტიმულირებელი ზომების შეთანხმების მიღწევის შანსების შემცირების გადავიდნენ უარყოფით ნიშნულებზე.

ჩინური ინდექსი Shanghai Composite 0,45%–ით შემცირდა, Shenzhen Component 0,13%–ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის მშპის ზრდის ტემპი იმაზე დაბალია, ვიდრე საპროგნოზო მაჩვენებლებში იყო მოცემული – 4,9% მესამე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჰონკონგის Hang Seng 0,07%–ით შემცირდა.

იაპონური Nikkei 225 0,56%–ით დავარდა, ხოლო სამხრეთკორეული KOSPI 0,77%–ით.

ავსტრალიურმა ASX 200 0,58% დაკარგა.

აშშის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის მიერ ორშაბათს გაკეთებულმა განცხადებამ, რომ ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინთან მასტიმულირებელ ზომებზე გამართულ მოლაპარაკებებზე აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო ვიწროვდება, გარკვეული ოპტიმიზმი შექმნა, გარიგების საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღწევასთან დაკავშირებით.

პელოსის ოპტიმიზმის მიუხედავად, კვლავაც გამეფებულია სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, დათმობენ თუ არა დემოკრატები საკუთარ პრიორიტეტებს ადგილობრივი ხელისუფლებების, მუშების, სკოლებისა და ჯანდაცვის სისტემასთან მიმართებაში.

ამერიკელების არჩევნებზე წასვლამდე სულ რაღაც ორი კვირა რჩება. ინვესტორები ტრამპისა და ბაიდენის ფინალურ დებატებზე აეწყობიან, რომელიც ხუთშაბათსაა დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     
სპონსორები