ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
IT-გიგანტების ძლევამოსილებამ ვაშინგტონიც შეაწუხა
28 ოქტომბერი, 2020, 11:16
IT-გიგანტების ძლევამოსილებამ ვაშინგტონიც შეაწუხა

თბილისი (GBC) - ტექნოლოგიურ კომპანიებთან ბრძოლაში ევროპას ამერიკაც უერთდება. აშშ-ს რამდენიმე შტატის პროკურორმა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა  

თავდაპირველად კონგრესმენებმა განაცხადეს, რომ „Google, Amazon, Apple და  Facebook  ისეთ მონოპოლისტებად იქცნენ, როგორებიც ისტორიას სანავთობო ბარონების და სარკინიგზო მაგნატების დროიდან არავის ახსოვს“.

მიმდინარე კვირას კი რამდენიმე შტატის პროკურორმა და ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Google-ის წინაამღდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა - ინტერნეტ-გიგანტს საძიებო სისტემების ბაზრის ხელოვნური მონოპოლიზება და კონკურენციის  ჩახშობა ბრალდება.

ეს პირველი ასეთი პრეცედენტია - მანამდე ამერიკა თავის ბიზნესს ყოველთვის იცავდა, განსაკუთრებით ევროპაში მათ წინაამღდეგ წარმოებულ საქმეებში, ამჟამად კი ბრიუსელს ძლიერი მოკავშირე გაუჩნდა - ოფიციალური ვაშინგტონი.

მგზავსი ბრალდებები სხვა კომპანიების წინაამღდეგაც ისმის. ყველა შემთხვევაში საუბარია მონოპოლიებზე და კონკურენტების უხეშ მოცილებაზე არაკანონიერი გზებით.

სილიკონის ველის გიგანტები ყველა ბრალდებებს უარყოფენ, და აცხადებენრომ მათი მარკეტინგი კანონს არ არღვევს. მთავრობას მათი არ ჯერა, და ის სასჯელების მთელს არსენალს ამზადებს  - ჯარიმებით დაწყებული, იძულებითი გაყოფით დასრულებული - მაგალითად, Facebook-მა უნდა მოიშოროს  Instagram და WhatsApp, ხოლო Google-მა  YouTube და   Android.

როგორც უკვე ითქვა, პირველმა ცეცხლი ევროკავშირმა გახსნა - ბრიუსელს არ მოსწონს გიგანტების დამოკიდებულება კონკურენტების, საავტორო უფლებების, და თავიანთ პლატფორმებზე ექსტრემისტული პროპაგანდის მიმართ.

Google 3-ჯერ, მთლიანობაში 9 მლრდ. დოლარით დაჯარიმდა თავსი სერვისის გავრცელების მიზნით საოპერაციო სისტემა Android-ის გამოყენებისთვის.

Facebook  და Amazon  დასაჯეს მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოყენებისთვის, Apple-  კი მუსიკალურმა სერვისებმა უჩივლეს იმის გამო, რომ ის აი-ფონების მეშვეობით მომხმარებლებს თავზე საკუთარ სერვის Apple Music- ახვევდა.

საქმეები წლების მანძილზე გრძელდებოდა, და ჯარიმები ძალიან მცირე იყო ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლების ფონზე.

დღეს კი სიტუაცია შეიცვალა - ევროპის მხარეზე უკვე აშშ- მთავრობა გამოდის, რომელსაც პირდაპირი ბერკეტები გააჩნია მაღალტექნოლოგიური კომპანიების წინაამღდეგ.

ამერიკას აწუხებს ის სიჩქარე, რითიც კერძო კომპანიებმა ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს, რაც დასაწყისში სიამაყის საგანი იყო,  შემდეგ კი თავის ტკივილი გახდა. ამაში აშშ- და ევროპის მთავრობები დემოკრატიისთვის სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.

სწორედ ამიტომ დაიწყო, აწი უკვე ერთობლივი, ევროპულ-ამერიკული ომი IT-გიგანტების.

ამ ომში ძალები თანაბარია - მთავრობების მხარეზე სახელმწიფო სიძლიერეა, ინტერნეტ-გიგანტების კი - საზოგადოებრივი აზრი და უსაზღვრო ფინანსური შესაძლებლობები.

წყარო:BBC 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები