ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.1179        EUR 3.6532        GBP 4.265        RUB 4.2872        UAH 1.1728        AZN 1.8322        AMD 6.4547      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მსოფლიო ამბები << უკან
სოხუმში რუსებისთვის აპარტამენტების შექმნას განიხილავენ
3 ნოემბერი, 2020, 12:08
სოხუმში რუსებისთვის აპარტამენტების შექმნას განიხილავენ

თბილისი (GBC) - აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეებისთვის სპეციალური აპარტამენტების მშენებლობის ინიციატივას განიხილავენ.

საუბარია უძრავ ქონებაზე, რომელიც განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონებში განთავსდება, ამის შესახებ რუსულ გამოცემა „იზვესტიას“ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა კანი კვარჩიამ განუცხადა.

მისი თქმით, ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც მსოფლიო ეკონომიკა კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა მოიცვა. ამ საკითხის მიმართ აზრთა სხვადასხვაობის ფონზე ოპოზიციონერმა დასძინა, რომ საზოგადოებამ ღიად უნდა შეაფასოს მისი ინიციატივა.

რედაქციის მიერ გამოკითხული რუსი ექსპერტების თქმით, ეს ინიციატივა არაერთხელ გაჟღერებულა არა მხოლოდ სოხუმში, არამედ რუსეთშიც და აღნიშნავენ, რომ პროცესი დადებით გავლენას მოახდენს საქართველოს ამ ოკუპირებული რეგიონის ეკონომიკაზე.

ოპოზიციონერის თქმით, სპეციალურ ეკონომიკურ ზონებში ე.წ. დეპრესიული ზონები მოიაზრება, როგორებიცაა გალის, ოჩამჩირას და ტყვარჩელის რაიონები. ეს ის ტერიტორიებია, რომლებზეც უმეტესად ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ. მისივე თქმით, აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში რუსები არ მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას და მეტიც, აპარტამ ენტის შეძენის მსურველები წინასწარ დეტალურ შემოწმებას გაივლიან აფხაზეთის ე.წ. სპეცსამსახურების მიერ.

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კრემლის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია განახორციელა. რუსეთის ჯარები დღემდე აკონტროლებენ საქართველოს ამ რეგიონებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
სპონსორები