ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთი ბანკი სესხებზე აქციას იწყებს
2 დეკემბერი, 2020, 14:04
ლიბერთი ბანკი  სესხებზე აქციას იწყებს

თბილისი (GBC) - ლიბერთი ბანკი სესხებზე მასშტაბურ აქციას იწყებს - 31 დეკემბრის ჩათვლით, სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე განსაკუთრებული პირობები და 4 თვემდე საშეღავათო პერიოდი იმოქმედებს.

 

ლიბერთიმ მთელი წლის განმავლობაში არაერთი სიახლე და სერვისი შესთავაზა მომხმარებელს. ახალი აქციის პირობებიც სწორედ იმ მიზნით შემუშავდა, რომ რთულ და განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი მომხმარებელს და შეუმსუბუქოს პანდემიით გამოწვეული სიძნელეები.

 

ახალი აქცია ფიზიკური პირებისთვის  სამომხმარებლო სესხზე 4 თვემდე საშეღავათო პერიოდს ითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ 31 დეკემბრამდე ახალი ან რეფინანსირებული სესხის აღების შემთხვევაში, მომხმარებელი 4 თვემდე ვადით სრულიად თავისუფლდება სესხის ყოველთვიური გადასახადისგან და დაფარვას 2021 წლის გაზაფხულზე დაიწყებს.

 

სესხის მისაღებად, აქციის ფარგლებში არ მოითხოვება დამატებითი უზრუნველყოფა და გათვალისწინებული იქნება ნებისმიერი ტიპის დადასტურებული შემოსავალი, მათ შორის, ფულადი გზავნილიც.

 

სესხის პირობების გასაგებად ბანკში ვიზიტი არ არის საჭირო - პანდემიის გათვალისწინებით, ლიბერთი ბანკის ექსპერტები მიიღებენ განაცხადებს ონლაინ და დისტანციურად მოემსახურებიან მომხმარებელს.

 

„წინასაახალწლო პერიოდში პირადი მიზნებისთვის თანხები ყველას სჭირდება, განსაკუთრებით კი დღევანდელ ვითარებაში. გვინდა, რომ ჩვენს მომხმარებლებს მივცეთ საშუალება მარტივად აიღონ თანხა პირადი მიზნებისთვის და გადახდისგან დაისვენონ მომავალი 4 თვის განმავლობაში.  ლიბერთისთვის უპრეცედენტო პირობები როგორც ახალ, ასევე სხვა ბანკიდან გადმოტანილ სამომხმარებლო სესხებზე ვრცელდება.“- გიორგი მაკარიძე, საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი

 

31 დეკემბრამდე მიმდინარე აქცია ასევე ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მხარდაჭერასაც. პირობები გავრცელდება როგორც ახალ, ასევე რეფინანსირებულ სესხებზე.

 

„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვესაუბრებით ბიზნეს სექტორს და ერთად ვმუშაობთ კრიზისის პირობებში მათთვის საუკეთესო გამოსავალის მოძებნაზე. ამ გამორჩეულად რთული წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებით, ვფიქრობთ, საშეღავათო პერიოდი არის სწორედ ის, რაც ნებისმიერ ბიზნესს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება. საკრედიტო პროდუქტის პირობები კი აქციის ფარგლებში ბაზარზე საუკეთესოა“ - ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები