ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.3255        EUR 4.0322        GBP 4.6258        RUB 4.4633        UAH 1.1903        AZN 1.9542        AMD 6.3026      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Startup Grind-ს საქართველოს ბანკმა უმასპინძლა
2 დეკემბერი, 2020, 17:07
Startup Grind-ს საქართველოს ბანკმა უმასპინძლა
თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება.  


Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს.  წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და  თბილისში

Europe-Asia Connect წელს 100-ზე მეტ  საერთაშორისო სპიკერს, 5000-ზე მეტ დამსწრეს და სტარტაპს 35-ზე მეტი ქვეყნიდან უმასპინძლებს. აღსანიშნავია, რომ სპიკერების უმრავლესობა ცნობილი კომპანიების უშუალოდ დამფუძნებლები არიან, რომლებმაც ბიზნესი ნულიდან  დაიწყეს და დღეისთვის ღირებული კომპანიები შექმნეს. მაგალითისთვის, ერთ-ერთი სპიკერი მარკეტინგის გურუ, ანტრეპრენერი, ტექ-ევანგელისტი და არაერთი წიგნის ავტორი Guy Kawasaki-. ასევე სპიკერებს შორისაა Treasure Data- დამფუძნებელი - ბილ ტაიკომპანია Oracle-ის ვიცე-პრეზიდენტი, ლუკ კოვალსკი.

 ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი გამომსვლელი, სილიკონ ველის ანტრეპრენერი, სტივ ბლანკი იქნება. სტივ ბლანკის მრავალწლიანი გამოცდილება არაერთ ინოვაციურ კომპანიას და წარმატებულ პროექტს უკავშირდება. მას თანამედროვე ანტრეპრენერობის მამასაც უწოდებენ და განიხილავენ როგორ ერთ-ერთ საუკეთესო მრჩეველს სტარტაპ ინდუსტრიაში.

Europe-Asia Connect არის უნიკალური შანსი სტარტაპებისთვის, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამფუძნებლების სემინარებში;

გაიცნონ სხვა ქვეყნების სტარტაპები, გაცვალონ გამოცდილება და დაგეგმონ სამომავლო თანამშრომლობა. ასევე, მიიღონ ყველაზე დიდ სტარტაპ შეჯიბრში მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში, მიიღონ რჩევები სილიკონ ველის მენტორებისგან.

პირველი მსგავსი ღონისძიება თბილისში - Europe-Asia Connect - 2019 წლის ნოემბერში ჩატარდა, სადაც სპიკერები 15 ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული. იქიდან გამომდინარე, რომ წლევანდელი ღონისძიება 100%-ით ონლაინ გაიმართება, ეს მასშტაბის კიდევ უფრო მეტად გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://www.startupgrind.com/tbilisi/

საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდის შემთხვევაში სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება. ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://tkt.ge/event/237767/startap-graindis-evropa-aziis-teqnologiuri-ghonisdzieba

ღონისძიება ტარდება საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოსთან თანამშრომლობით და მას არაერთი ქართული და უცხოური პარტნიორი კომპანია ჰყავს

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
სპონსორები