ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
 USD 3.2987        EUR 4.0033        GBP 4.5044        RUB 4.4956        UAH 1.1746        AZN 1.9405        AMD 6.3345      
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
VTB - ვაჭრობის დაფინანსების მეტ მოქნილობაზე
3 დეკემბერი, 2020, 14:53
VTB - ვაჭრობის დაფინანსების მეტ მოქნილობაზე

თბილისი (GBC) -  სავაჭრო ოპერაციების დაფინანება, ვითიბი ბანკში,  მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადენს, ფაქტორინგი კი მისი ერთერთი ყველაზე მოქნილი და სწრაფად მზარდი ინსტრუმენტია.


ვითიბი ბანკში ფაქტორინგული ოპერაციების წარმოება  2012 წლიდან დაიწყო, ხოლო 2015 წლიდან ვითიბი საერთაშორისო ფაქტორინგული ორგანიზაცია FCI (Factors Chain International) წევრი გახდა, რაც ბანკის კლიენტებს კიდევ უფრო უმარტივებს საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების ჩატარებას.  FCI-ს 2019 წლის სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში 2,9 ტრილიონი ევროს მოცულობის ოპერაცია განხორციელდა, საქართველოში ამ მონაცემმა 137 მილიონი ევრო შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 398%-ით მეტია. აღნიშნული ზრდის ტემპით საქართველო არის ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე გლობალური მასშტაბით. ვითიბი ფაქტორინგული ოპერაციების ბრუნვის მოცულობით ბაზარზე მეორე პოზიციას იკავებს და მისი პროცენტული წილი 29,1 მლნ. ევროთი 20%-ზე მეტს შეადგენს.


ფაქტორინგული ოპერაციების სრული ციკლი ბანკში ვიზიტის გარეშე, დისტანციურად ხორციელდება და რაც მნიშვნელოვანია, კლიენტთა დაფინანსება გადაწყვეტილების მიღებიდან 1 საბანკო დღეშია შესაძლებელი.

ფაქტორინგული ოპერაციებით სარგებლობა შეუძლია როგორც მსხვილ, ასევე, საშუალო და მცირე ბიზნესს სუბიექტებს დისტრიბუციის, წარმოების, ფარმაციის, საბითუმო ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და სხვა სექტორებიდან.

მოთხოვნა ფაქტორინგულ ოპერაციებზე ყოველწლიურად იზრდება. ვითიბის მნიშვნელოვან უპირატესობას საერთშორისო ფინანსური ჯგუფის წევრობა წარმოადგენს, რაც ჩვენი კლიენტებისთვის დაფინანსების მოპოვებას კიდევ უფრო ამარტივებს. მომხმარებელთა ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინება და გამარტივებული, სწრაფი პროცედურები შესაძლებლობას გვაძლევს, საუკეთესო პირობები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს, ასეთი კომპლექსური მიდგომა კი ფაქტორინგული ოპერაციების მზარდი მოთხოვნითაა განპირობებული - განაცხადა ვითიბი ბანკის კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა ვლადიმერ რობაქიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სპონსორები